LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს სანატრელი დღეც დადგა, ვნებები მალე ჩაცხრება” – რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე პროტესტის ფონზე აირჩიეს

133
FORTUNA.GE (93)

რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს. ამის შესახებ განცხადება რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე გოჩა მაჭავარიანმა გააკეთა.

მისი განმარტებით, დღეს ქვორუმი შედგა, მივიდა 25 დელეგატი, რომელიც წარმოადგენდა 42 ხმას. სულ კი 38 ხმა იყო საკმარისი ქვორუმის მოსაგროვებლად.

დღევანდელ არჩევნებზე იოსებ ტყემალაძე ერთადერთი კანდიდატი იყო.

არჩევის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა თავად იოსებ ტყემალაძემ. მან სარაგბო სამყაროს მიულოცა და დაანონსა, რომ სწრაფად გადავლენ საქმის კეთებაზე:

„ეს სანატრელი დღე დადგა. წელიწადზე მეტია რაგბის კავშირს არ ჰყავს პრეზიდენტი. მინდა რაგბის გამგეობას და მათ, ვინც აქამდე მოიტანა ეს პროცესი, მადლობა გადაუხადო. ვნებები ჩაცხრება და უსწრაფესად გადავალთ სამუშაო რეჟიმში“, – აღნიშნა ტყემალაძემ.

„ექსპო ჯორჯიაში” მიმდინარე არჩევნებზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა კიდეც.

აღსანიშნავია, რომ 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში ყოფილმა მორაგბემ, ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა ის პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა. ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები ამ არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებენ, თავად ირაკლი აბუსერიძე მიიჩნევს, რომ რაც მოხდა უსამართლობაა და იბრძოლებს მანამდე, ვიდრე სამართალი არ გაიმარჯვებს.

 

 

ამავე თემაზე ვრცლად:

ამ უსამართლობას არ შევეგუებით: რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებზე დაპირისპირებაა

რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე აირჩიეს: ვნებები ჩაცხრება და საქმეზე გადავალთ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები