LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ქვეყანა კერძების სამოთხეა -New York Post საქართველოზე

260
main-option-2

„6 შესანიშნავი და ხელმისაწვდომი ადგილი, საიდანაც მთელ მსოფლიოში დისტანციურად მუშაობას შეძლებთ“,New York Post ამ სათაურით სტატიას აქვეყნებს და 6 ქვეყანას ასახელებს, სადაც პოსტ კოვიდურ პერიოდში უცხოელებს დისტანციურ მუშაობას სთავაზობენ. საქართველოსთან ერთად, გამოცემის ჩამონათვალში შემდეგი ქვეყნები შევიდნენ: გერმანია, ესტონეთი, ჩილე, ბარბადოსი და კოსტა-რიკა.

„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო საცხოვრებლად დაბალი ფასებით გამოირჩევა, ეს ქვეყანა კერძების სამოთხეა, საქართველო მსოფლიო ბანკის რეიტინგში ბიზნესის წარმოების სიმარტივის მიხედვით მე-6 პოზიციას იკავებს,“- წერს New York Post-ის ჟურნალისტი და მკითხველს თბილისის ისტორიულ უბნებში უძრავი ქონების ყიდვისა და დაქირავების ფასების შესახებ ინფორმაციას აწვდის.“

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა ახალი პროექტის ფარგლებში, დისტანციურად მუშაობის მსურველ საერთაშორისო ვიზიტორებს ქვეყანაში 6 თვეზე მეტი ხნით ცხოვრების უფლებას სთავაზობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები