LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ნიშანია, რომ მეგობრები ყველაფერს აკეთებენ, რათა კრიზისიდან გამოგვიყვანონ – იაგო ხვიჩია შარლ მიშელის ვიზიტზე

94
befunky-collage-2-2021-02-11-19-30-54-075586

წინასწარვე არსებობს მოლოდინები, რომ საუბარი შეეხება იმ მთავარ კრიზისს, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ახლა არსებობს, – ასე ეხმიანება “გირჩის” წევრი, იაგო ხვიჩია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტს საქართველოში.

“ვფიქრობ,  პირველ რიგში ეს არის ნიშანი, რომ ჯერ კიდევ ვახსოვართ მეგობრებს და ყველაფერს აკეთებენ, რათა კრიზისიდან გამოგვიყვანონ. მე მათ წარმატებას ვუსურვებ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის მნიშვნელოვანი ვიზიტი კონფლიქტის განსამუხტად. თუ არ განიმუხტება კონფლიქტი, როგორც „ქართულ ოცნებას“ ასევე ოპიზიციას მოუწევთ, რაღაცნაირად ახსნან, რატომ არ გაითვალისწინეს მეგობრის აზრი. ჩემი აზრით, მინიმუმ ეს მნიშვნელობა ექნება. ჩვენ ვისაუბრებთ ყველაფერზე, რასაც ვასაუბრობდით აქამდე, მათ შორის შერიგების მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ როგორ ვუყურებთ კონფლიქტის მოგვარების გზებს“. – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს, ხოლო ქვეყანას 2 მარტს დატოვებს.

თბილისის შემდეგ კი მას აღმოსავლეთ პარტნიორობის კიდევ ერთ სახელმწიფოში, უკრაინაში ელოდებიან.

ამავე თემაზე:

შარლ მიშელს ექნება შესაძლებლობა პარტიების წარმომადგენლებს შეხვდეს და განიხილოს ის გზები, რომელიც აუცილებელია სიტუაციის დეესკალაციისთვის – ზალკალიანი

“ვიზიტი ვაქცინების მიმართულებითაც იქნება მნიშვნელოვანი” – რა გზავნილებს ჩამოიტანს საქართველოში შარლ მიშელი, პოლიტიკური შეფასებები

საქართველოში ვიზიტამდე: შარლ მიშელი მოლდოვის პრეზიდენტს შეხვდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები