ეპისკოპოსი იაკობი: კვირიკაშვილის დროს დამიძახეს, გახარია, გომელაური პატრიარქის გადაყენებაზე მეჩალიჩებოდნენ (ვიდეო)

,,პირდაპირ გეტყვით, ვანოს [ჩხარტიშვილის] ის იყო ბიძინასთან... ბიძინამ კიდე ამათ დაავალა..."

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ყოფილ პრემიერ, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართული შეხვედრა გაიხსენა, სადაც “ეჩალიჩებოდნენ პატრიარქის გადაყენებაზე და შიო მუჯირის პატრიარქად არჩევაზე”. მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელ უფროსთან, ვახტანგ გომელაურთან და გიორგი გახარიასთან ერთად გაიმართა ეს შეხვედრა. ამის შესახებ ეპისკოპოსმა TV პირველის ეთერში ისაუბრა.