LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს კვირა კრიტიკული იქნება: გაბუნია ეპიდვითარებაზე

50
თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ჯანდაცვის გაზომვების ინსტიტუტის პროგნოზით, ქვეყანა უკვე პანდემიურ პიკშია და გარკვეულ პერიოდში დაღმასვლას უნდა ველოდოთ.

როგორც თამარ გაბუნია ამბობს, არის ასევე სხვა პროგნოზი, რომლის მიხედვით, ჯერჯერობით პიკში არ ვართ და შესაძლოა, უფრო მეტი ზრდა იყოს მოსალოდნელი და მისივე თქმით, ამდენად ეს კვირა, გარკვეულწილად, კრიტიკული იქნება:

“დღეს საუბარია ახალი ტიპის მოდიფიცირებული ვირუსის გავრცელებაზე. პროგნოზები არის არაერთგვაროვანი. ჩვენი ზოგიერთი საერთაშორისო პარტნიორის პროგნოზით, მაგალითად, ჯანდაცვის გაზომვების ინსტიტუტის პროგნოზით, ჩვენ უკვე პიკში ვართ და გარკვეულ პერიოდში დაღმასვლას უნდა ველოდოთ.

არის პროგნოზი, რომლის მიხედვით ჯერჯერობით პიკში არ ვართ და უფრო მეტი ზრდა შესაძლოა იყოს მოსალოდნელი, ამდენად ეს კვირა გარკვეულწილად იქნება კრიტიკული, რომ ჩვენ შევხედოთ, რა მიმართულებას მიიღებს ეპიდემია.

ეს პროგნოზები არის შეფასებითი, ექსპერტების მოსაზრებაზე დამყარებული, ამდენად რეალური სურათის შეფასება უფრო მნიშვნელოვანია.” – თქვა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კოვიდ-19-ით ინფიცირების 3 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და უკვე მეორე დღეა, ქვეყანაში კორონავირუსის ახალ შემთხვევათა რაოდენობა 3000-ს აჭარბებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები