LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს იყო პირადი შეხვედრა, საუბრის შინაარსი დამახინჯებული და კონტექსტიდან ამოგლეჯილია: რას აცხადებენ ბასილაშვილის პრესსამსახურში

183
ნიკოლოზ ბასილაშვილი

“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) განცხადებით, სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ფაილებში, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეც ფიგურირებს.

განცხადების მიხედვით,  2020 წლის 23 მაისს ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმის, თენგიზ ბასილაშვილისა და ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ შალვა კეკელიას შორის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით საუბარი შედგა.

“გავრცელებულ ფაილებში აღწერილია, თუ როგორ სთხოვს თენგიზ ბასილაშვილი დეკანოზ შალვა კეკელიას ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის, რომელიც მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული, საპატრიარქოს სახელით დაწეროს შუამდგომლობა. აღნიშნულ თხოვნაზე დეკანოზმა თანხმობა განუცხადა და დაპირდა, რომ დაუკავშირდებოდა პატრიარქის თანაშემწეს დავით ჭინჭარაულს, რომელსაც ბასილაშვილთან მეგობრობა აკავშირებს. სტატიის თანახმად, აღნიშნული საუბრის ავთენტურობა დაადასტურა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.” – ვკითხულობთ PHR-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” განცხადებაშია აღნიშნული, გავრცელებული ინფორმაცია აჩენს ვარაუდს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით შესაძლებელია ჩადენილი იყოს დანაშაული. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ შესაბამისი რეაგირებისათვის მათ საქართველოს პროკურატურას მიმართეს.

“ფორტუნა” აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ნიკოლოზ ბასილაშვილის პრესსამსახურს დაუკავშირდა:

“რაზე უნდა დაიწყოს გამოძიება პროკურატურამ? მოძღვარმა სულიერი შვილი სასამართლოში რომ დაახასიათოს, ეს კრიმინალია? მამა შალვას მსგავსად, ნიკოლოზ ბასილაშვილის პიროვნებაზე სასამართლოში მისი ფსიქოლოგი და მეგობრებიც ისაუბრებენ, ესეც ხომ არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს?

აბსურდული ბრალდება ვრცელდება თენგო ბასილაშვილის და მამა შალვა კეკელიას წინააღმდეგ. არანაირ სატელეფონო მოსმენას არ ვადასტურებთ, არც ამ საუბრის შინაარს, რადგან კონტექსტი შეცვლილია და დაჩეხილია.

თენგო ბასილაშვილი ტაძრის ეზოში ესაუბრა ოჯახის მოძღვარს და სთხოვა სასამართლოში დაეხასიათებინა მისი ძმის პიროვნება, ეს საუბარი შედგა საჯარო სივრცეში და რა კონსპირაციაზე და მიყურადებაზეა საუბარი ვერ ვხვდებით, ერთმნიშვნელოვნად ეს არის სპეკულაცია არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან და ემსახურება ერთადერთ მიზანს, მიიქციონ მედიის ყურადღება, ასეთ აბსურდზე რომ გამოძიება არ დაიწყება, ეს თავადაც მშვენივრად იციან.” – განაცხადეს პრესსამსახურში.

პოპულალურები