LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს გადაწყვეტილება არის შოკისმომგვრელი და სამართლებრივად სკანდალური – ნიკა გვარამია

626
67367742-444953572723581-8909565113275514880-n

“რუსთავი 2 ეთერში ვართ და არ ვაპირებთ არყოფნას – ასე დაიწყო “რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა სტრასბურგის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასება.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება შოკისმომგვერლია და აბსოლუტურად წარმოუდგენელია.

“იურისტი ვარ ყველაფერთან ერთად და არც თუ ისე ცუდი. გადაწყვეტილება არის სრულიად წარმოუდგენელი. სამწუხაროდ, ყველაფერთან ერთად, მოთხოვნების არდაკმაყოფილებასთან ერთად მძიმეა ის გარემოება, რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვა გასაჩივრების უფლება. მიუკერძოებლობაში ვერანაირ ეჭვს ვერ შევიტანთ, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მივაწეროთ აბსოლუტურად არასწორ ინტერპრეტაციას. არ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას სრულად, თუმცა სრულად გასაჩივრების შესაძლებლობა გვაქვს ერთ შემთხვევაში და ეს შემთხვევა არის უმნიშვნელოვანესი. დროებითი ღონისძიების გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა,”- აღნიშნა გვარამიამ.

რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგმა დარღვევა არ დაადგინა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა

სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება

მისივე თქმით, ჩვენ გვაქვს უფლება გასაჩივრების და გასაჩივრების დაკმაყოფილება გამოიწვევს საქმის სრულ დაშლას და ახლა ქიბარ ხალვაშისთვის მიცემა ტელეკომპანიის იქნება უკანონო.

“ჩემი გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარღვევისთვის განსაზღვრული გარანტია იქნება გადახდილი. ერთადერთ შემთხვევაში ვიტყვი უარს კონტრაქტზე და იმ შემთხვევაში წავალ კომპანიიდან საკუთარი ნებით, თუ ეს იქნება ჩემი ჟურნალისტებისა და თანამშრომლების დამოკიდებულება. ქიბარ ხალვაში აქედან კანონიერი გზით ვერ გამაძევებს. ამასთან, ამ კონტრაქტზე უნდა იდაოს არა საქართველოს, არამედ ლონდონის სასამართლოში”, – აღნიშნა გვარამიამ.

18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა.

ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები