LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს დოკუმენტი წარმოადგენს საფრთხეს ქვეყნის ეროვნული უშიშორებისთვის“- გიორგი კანდელაკი ბელარუსთან შეთანხმებაზე

74
20201112152428

„გაფორმებული დოკუმენტი წარმადგენს დე-ფაქტო თანამშრომლობას საქართველოს უსაფრთხოების სამსახურსა და რუსული უშიშროების სამსახურს შორის“, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიორგი კანდელაკი ჟურნალისტებთან საუბრისას „სუსსა“ და ბელარუსის უშიშროების კომიტეტს შორის გაფორმებულ მემორანდუმს.

„საქართველოს უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების ძალაში შესვლამ საქართველოს მეგობრების, მხარდამჭერებისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მოსურვეების გაოგნება გამოიწვია. ეს დოკუმენტი არის არამხოლოდ უბრალოდ სამარცხვინო, არამხოლოდ თავისმომჭრელი, მაშინ როცა თავისუფალმა სამყარომ დააწესა ახალი სანქციები ბელარუსის რეჟიმის წინააღმდეგ, არამედ ასევე ეს დოკუმენტი ძალიან ბევრს ამბობს თვითონ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ტრაექტორიის შესახებ. გარდა ამისა, ეს დოკუმენტი წარმოადგენს საფრთხეს საქართველოს ეროვნული უშიშროებისთვის, რადგან განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ბელარუსში გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, გაიზარდა რეპრესიები და უპრეცენდენტოდ გაიზარდა რუსეთის გავლენა, ბელარუსის უშიშროების კომიტეტზე უპრეცენდენტოდ გაიზარდა რუსეთის უშიშროების გავლენაც, ფაქტობრივად სრულად აკონტროლებს რუსეთის მთავრობა, განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში, ამიტომ ეს არის დე-ფაქტო თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურსა და რუსეთის უშიშროების სამსახურს შორის, ხოლო ამ დე-ფაქტო თანამშრომლობის ფარგლებში „კაგებეს“ შეუძლია თბილისში ჰყავდეს წარმომადგენელი და მჭიდრო ურთიერთობებში შევიდეს სუსთან, ასევე “ეფესბეს” შეუძლია გააძლიეროს თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან.“ – განაცხადა კანდელაკმა.

მიზანმიმართულად მიმდინარეობს სუსის დისკრედიტაცია: უწყება ბელარუსთან გაფორმებულ შეთანხმებაზე განცხადებას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები