LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის სერიოზული ნაპრალი ქართული ოცნების ხელისუფლებაში: ხათუნა სამნიძე

407
xatuna-samnidze

რამდენად ცვლის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ოპოზიციის მიზნებს და რა ბერკეტი აქვს ოპოზიციას ვადამდელი არჩევნების მისაღწევად – „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ არჩევნების შეაფასა და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა.

„დღევანდელი შედეგი აუცილებლად იმოქმედებს მომავალზე და ძალიან გაგვიჭირდება მცირე პარტიებს დავუბრუნდეთ მრავალპარტიულობის ნარატივს“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ 43%  გადალახა და რიგგარეშე არჩევნებზე ფოკუსი შეიცვალა.

„ბარიერი უკვე დღის წესრიგში არ დგას, 43% გადალახა „ქართულმა ოცნებამ“, სხვადასხვა დარღვევებით თუ მანიპულაციებით. ახლა უნდა ვკონცენტრირდეთ მეორე ტურზე, ეს არის სერიოზული ნაპრალი “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში. იმედი მაქვს, მეორე ტურის წინ „ქართული ოცნება“ არ დაარღვევს ყველაფერს, რისი დარღვევაც შეიძლება და არ გადავა ისეთ ძალადობებზე, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავებს ვითარებას ქვეყანაში. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ამაზე პასუხი ხელისუფლებიდან არის არა, თუმცა ეს  განპირობებული იქნება შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე”,-განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა აღნიშნა, რომ ქართულ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილი სერიოზული პოლიტიკური მოთამაშეა და არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მისმა გამოჩენამ კიდევ უფრო მეტად ხელი შეუწყო პოლარიზებას.

„იმდენად დააშინა საზოგადოება, რომ შუა გაიკრიფა და ჩვენ, მცირე პარტიები ისევ ჩავვარდით იმ ჩაკეტილ წრეში, რასაც საზოგადოების პოლარიზება ჰქვია. ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი შედეგი, ეს აუცილებლად იმოქმედებს მომავალზეც და ძალიან გაგვიჭირდება მცირე პარტიებს დავუბრუნდეთ მრავალპარტიულობის ნარატივს“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

„რესპუბლიკური“ პარტიის ლიდერი ამბობს, რომ მეორე ტურისთვის პოზიტიური მოლოდინები აქვს.

„პოზიტიური მოლოდინები მაქვს, მართალია მეორე ტური ადრეც ყოფილა, მაგრამ ასეთი თანაფარდობა არ იყო და არც ის არ იყო გაცვეთილი მეთოდი, რომელსაც ცდილობს „ქართული ოცნება“ მტრის ხატის აგებით. ყველაფერი დამოკიდებულია მოქალაქეების აქტიურობაზე. თუ ჩვენ მივიღებთ ოპოზიციურ მერებს და ოპოზიციით დაკომპლექტებულ საკრებულოს, ეს არ არის კატასროფა. „ქართული ოცნება“ პანიკაშია და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ წინასაარჩევნო გარემო კიდევ უფრო დაძაბოს“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

პოპულალურები