LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის ხაფანგი, რომელშიც არა მხოლოდ ოპოზიციის გაბმა, არამედ მთელი ერის გამომწყვდევაა გათვლილი: ნათელაშვილი შეთავაზებულ დოკუმენტზე

132
შალვა ნათელაშვილი

“მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი კოლეგები გაანალიზებენ და ძალიან მალე მიხვდებიან, რომ ეს არის ხაფანგი, სადაც გათვლილია არა მხოლოდ ოპოზიციის გაბმა, არამედ მთელი ერის ხაფანგში გამომწყვდევა,” – “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი ევროსაბჭოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე საუბრობს და აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” არა მხოლოდ ამ დოკუმენტს მოაწერს ხელს, არამედ თავად “ქართული ოცნების” მიერ არის დაწერილი ეს დოკუმენტი და შემდეგ არის შეთავაზებული დასავლელი ფასილიტატორებისთვის.

ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა რიყეზე, ოპოზიციური პარტიებისა და მხარდამჭერების შეკრების დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დოკუმენტზე ხელმოწერის განხილვაც კი არასწორია ოპოზიციის მხრიდან, თუნდაც იმიტომ, რომ მათი კოლეგა ნიკა მელია ისევ ციხეში იმყოფება და მის მაგივრად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ:

“მან თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მოლაპარაკების მაგიდასთან. საერთოდ, დანაშაულებრივ ანეგდოტს წარმოადგენს პუნქტი იმის თაობაზე, რომ ადგილობრივი არჩევნების მიხედვით, ხელისუფლება გადაწყვეტს ჩაატაროს თუ არა საპარლამენტო არჩევნები – ეს არის გზა არსაით, ამიტომ ჩვენ უნდა ხმა ამოვიღოთ და მსოფლიოს ვუთხრათ, რომ ასეთი უფასო ფულის დაპირებები, ასეთი ნულპროცენტიანი კრედიტები, რაც ერთხელ გაუვიდა ივანიშვილს – უკვე აღარ გაუვა.” – განაცხადა ნათელაშვილმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციონერი კოლეგები გაანალიზებენ და ძალიან მალე მიხვდებიან, რომ ეს არის ხაფანგი.

ნათელაშვილმა დღესვე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ მოლაპარაკებებით, ჩხირკედელაობით, პროექტების შეცვლით, ხელშეკრულებების მრავალნაირობით ჯერჯერობით ბევრი არაფერი გამოვიდა, ამიტომ არ აპირებენ მხოლოდ ამ მიმართულებით სიარულს და ის სახალხო-საპროტესტო მოძრაობა, რომელიც წინ ელოდებათ, საქართველოს ისტორიას დაწერს:

“ახლა რომ გიყურებთ, მგონია, რომ გალაკტიონმა ჩვენთვის დაწერა ის ცნობილი სტრიქონები – “გათენდა, შეერთდით, შეერთდით, შეერთდით, დროშები დროშები, დროშები ჩქარა” და ამ დროშების ფრიალს მთელი საქართველო და მსოფლიო იხილავს 15 მაისს ცენტრალურ მოედანზე იმისათვის, რომ ჩვენ დავიწყოთ ივანიშვილის რეჟიმის რეალური დასრულება.

აი აქ 100 მეტრში თავის დროზე 100 000-მა თბილისელმა გაწირა სიცოცხლე, ჯალალედინის ბრძანებით, არ გადააბიჯა დაბლა ჩამოგდებულ სიონის ქონგურს და ისე დაასრულა სიცოცხლე, რომ მათი დანატოვარი სიდიადე დღემდე ჩვენს გულებს ათბობს და მომავალს გვინათებს.

ჩვენც ისეთი კვალი უნდა დავტოვოთ ჩვენი პრინციპულობით, უკან დაუხევლობით მომავალი თაობებისთვის, რომ 1000 წლის შემდეგ ჩვენს შვილთაშვილებს გული გაუნათდეთ ჩვენს გახსენებაზე.” – განაცხადა ნათელავილმა.

შეგახსენებთ, რიყეზე ოპოზიციური პარტიებისა და მხარდამჭერების შეკრება გაიმართა. როგორც პოლიტიკოსები ამბობენ, ეს 15 მაისს დაგეგმილი მასშტაბური აქციის წინამოსამზადებელი შეხვედრაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები