LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის ბრძოლა ყველა ჟურნალისტის უფლებებისთვის” – ნოდარ მელაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი “რუსთავი 2”-ს სასამართლოში უჩივიან

429
72105484-3004634609611128-8048197482053632-o

“რუსთავი 2”-ის ყოფილმა ჟურნალისტებმა ნოდარ მელაძემ და ნანუკა ჟორჟოლიანმა არხის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ისინი არხის ახალ მენეჯმენტს სამსახურიდან გათავისუფლების გამო ედავებიან და შრომითი ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებენ. არხის ყოფილი “სახეების” თქმით,  მათი გათავისუფლება უსაფუძვლო და არაკანონიერია, გადაწყვეტილების მოტივი კი ანგარიშსწორებაა.

“ეს არის პირველი დავა, რომელსაც “რუსთავი 2”-დან გამოშვებული ადამიანები დავიწყებთ. დავისთვის ემზადება ყველა ის ჟურნალისტი (მათ შორის “სახეებიც”), რომელიც წამოვიდა საკუთარი სურვილით და არხმა დაარღვია მათი ხელშეკრულებები” – განაცხადა მელაძემ. მათ უფლებებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” იცავს. არხის ყოფილი მთავარი სახეების მოთხოვნები ფულადი კომპენსაცია და გათავისუფლების შესახებ დოკუმენტის ბათილად ცნობაა. ამ საკითხზე ბრიფინგი “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”-ს ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა გამართა.

„ეს არის ბრძოლა ჩვენი და ყველა ჟურნალისტის უფლებებისთვის, რომ ხვალ არცერთ ტელევიზიის ხელმძღვანელს არ გაუჩნდეს ცდუნება, რომ ერთ დღეს ნიუსრუმი დაცალოს იმის გამო, რომ არხზე არ იყოს კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა“, – განაცხადა ბრიფინგზე ნოდარ მელაძემ.

“რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მნელაძე და არხის სხვა სახეები: ეკა კვესიტაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი ლაფერაშვილი და გიორგი გაბუნია, გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ 20 აგვისტოს გაათავისუფლა. ამ გადაწყვეტილებას ტელეკომპანიის ჟურნალისტების მხრიდან პროტესტი მოჰყვა და არხი ათობით ჟურნალისტმა დატოვა.

პოპულალურები