LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს არავის გაუვა, არავის გასვლია, რომ შენი რეალობა შექმნა” – გიორგი მარგველაშვილი “ქართულ ოცნებაზე”

412
მარგველა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი “ქართული ოცნების” მცდელობაზე, რომ ალტერნატიული ოპოზიცია შექმნას, კომენტარს აკეთებს.

გიორგი მარგველაშვილმა „პოლიტ-ქალაქის“ ეთერში განაცხადა, რომ ეს “არავის გასვლია და არც გაუვა”. 

„არ გაუვა ეს. არავის გასვლია. მცდელობები, რომ შენი რეალობა შექმნა, სადაც თეთრიც შენია, შავიც და ნაცრისფერიც, ასეთი მცდელობები ჰქონდა პრაქტიკულად ყველა ხელისუფლებას.

ქართულმა ოცნებამ უნდა დაანებოს თავი ჩაშლილ თაღლითურ სქემას - გიორგი მარგველაშვილი

მარგველაშვილის განცხადებით, პროპორციული საარჩევნო სისტემა არის ის მოდელი, რომელიც ქართველ ხალხს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას მისცემს

თუ ვინმეს ახსოვს, შევარდნაძის დროს იყო მცდელობა, რომ შეექმნათ ალტერნატიური ოპოზიცია, სააკაშვილსაც ჰქონდა ეს მცდელობა. პლიუს ამას, სააკაშვილი და შევარდნაძე ბევრად უფრო პოლიტიკურები იყვნენ და პოლიტიკური გუნდი ჰყავდათ, ვიდრე დღეს „ქართულ ოცნებას“ და მათ არ გამოუვიდათ“,- ამბობს მარგველაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები