LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არ არის მეორე ტალღა, პიკი, რომელსაც ველოდებით შემოდგომაზე – ტიკარაძე

122
Capture

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის შეფასებით, მიუხედავად კორონავირუსის შემთხვევების მატებისა და სვანეთში გამოვლენილი “კოვიდ 19”-ის 17 შემთხვევისა, ქვეყანაში ვირუსის მეორე ტალღა ჯერჯერობით არ გვაქვს და სიტუაცია უფრო მეტად შეიძლება გამწვავდეს.

მესტია ჩაიკეტა: დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვა წესდება

“მოსახლეობას აქვს განცდა, რომ ეს არის მეორე ტალღა და შესაძლო პიკი. ეს არ გახლავთ ის შესაძლო პიკი, რომელსაც ჩვენ ველოდებით შემოდგომაზე. კორონავირუსი არის გარკვეული პროცესი, რომელიც რიცხოვნობის ზრდით ხასიათდება. როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნები, საქართველოშიც უნდა ველოდოთ სიტუაციის გამწვავებას,”- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.

ყველა მოქალაქე, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებს, სავალდებულო კარანტინს გაივლის

ცნობისთვის, კორონავირუსის შემთხვევათა მატებს გამო მესტია ჩაიკეტა. იზღუდება გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტში ისე მესტიის მუნიციპალიტეტიდან.

ამასთან, უშგულში და ლენჯერსა და დაბა მესტიაში საკარანტინო შეზღუდვა წესდება, ხოლო ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც მესტიას დატოვებს, სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევს.