23 ოქტომბერს, რუსთაველის თეატრში ფესტივალის „საჩუქარი“ ფარგლებში წარმოგიდგენენ  ფედერიკო გარსია ლორკას პიესის ინსცენირებას  „ეს არ არის ბერნარდა ალბას სახლი“.

ინსცენირების ავტორი: ხოსე მანუელ მორა, კარლოტა ფერერი

რეჟისორი: კარლოტა ფერერი

სცენოგრაფი: მიგელ დელგადო, კარლოტა ფერერი

კოსტიუმების მხატვარი: ანა ლოპეს კობოს

“ეს არ არის ბერნარდა ალბას სახლი” ჩვენი სიმღერაა თავისუფლებაზე, სადაც შემოქმედებითი წარმოსახვა, პოეზია, მუსიკა და ცეკვა ამ თავისუფლების პირობაა.” – ამბობს კარლოტა ფერერი.

ქორეოგრაფიული ელემენტებით დატვირთულ სპექტაკლს კარლოტა ფერერი რენე მაგრიტს უძღვნის. სიურრეალიზმის ჭრილში გადაწყვეტილ დადგმაში ყველა ქალის გმირს მამაკაცი განასახიერებს და ამით რეჟისორი რეპრესიის თემას ანზოგადებს. ბუნებვრივია, ეს ‘გენდერული თამაში’ იდენტობის გაორებით პარადოქსს ჰქმნის, მაგამ სცენები, სადაც მამაკაცები ქალის ინტიმურ საკითხებზე საუბრობენ, გვახსენებს თუ როგორია სხვისი კანის ქვეშ განიცადო დისკრიმინაცია. ეს ხომ მათ ცხოვრებაშიც არაერთხელ მომხდარა… აქ ნუ შეხედავთ ბერნარდას, როგორც ქალის ფსიქოლოგიურ ტიპაჟს და ხასიათს, არამედ როგორც თავად დიქტატურას და მის სიმბოლოს.

რეჟისორი კარლოტა ფერერი მადრიდის „შემოდგომის ფესტივალის“ სამხატვრო ხელმძღვანელია. მას 2015 წელს ესპანეთის კრიტიკოსთა ჯილდო Premio Ojo Critico გადაეცა მიღწევისათვის საშემსრულებლო ხელოვნებაში. იმავე წელს ტორეხონ დე არტოსის საუკეთესო რეჟისორის ტიტული მიიღო.

მსგავსი თემები