LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს 100%-ით პუტინის დაკვეთაა – სააკაშვილი კობი-გუდაურის ჩქაროსნულ მაგისტრალზე

136
მიხეილ სააკაშვილი

ეს 100% პუტინის დაკვეთაა, რომელსაც ივანიშვილი ასრულებს და ტურიზმის განვითარება აქ არაფერ შუაშია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტთან დაკავშირებით ამბობს, რომლის დაწყებაც პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ დააანონსა. 

კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტს ხელი რამდენიმე დღეში მოეწერება

პროექტებისთვის საჭირო დიდი ფინანსური ინვესტიციები უკვე მოზიდულია.

მისივე თქმით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისთვის.

“ესაა ახალი როკის გვირაბი. 2008 წელს მე გავეცი გორიდან უკან დახევის ბრძანება მას შემდეგ, რაც მივიღე ცნობა ლარსზე რუსული ჯავშანტექნიკის კონცენტრაციის.

რომ არ დაგვეხია, ეს დაჯგუფება ზუსტად ისე მოაქცევდა ალყაში და ჩახოცავდა ჩვენს ჯარს, როგორც რუსებმა გააკეთეს მოგვიანებით უკრაინულ ილოვაისკში 2014 წელს. ავტობანის აშენების შემთხვევაში, რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისთვის. ეს 100% პუტინის დაკვეთაა, რომელსაც ივანიშვილი ასრულებს და ტურიზმის განვითარება აქ არაფერ შუაშია“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, რამდენიმე დღეში ხელი მოეწერება და წლის ბოლომდე დაიწყება ისტორიული პროექტი – კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი.

პოპულალურები