LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთხელ კვერნამ დამიხოცა ყველა წიწილა” – მთიული ბავშვები კიდევ ერთ გადაცემაში [ვიდეო]

1894
სხვა ნანუკა - 9.10.2019.00-08-03-01.Still001

უდარდელმა ბავშვებმა ინტერნეტსივრცის შემდეგ, სატელევიზიო სივრცეც დაიპყრეს. გუშინ ისინი გადაცემა “სხვა ნანუკაში” იყვნენ მიწვეულები. 

უდარდელი ბავშვები მთიდან: ვინ არიან პატარა ინტერნეტვარსკვლავები, რომლებსაც ფილმში იღებენ [ფოტოები]

ვარსკვლავთვალება გოგონა, ვინი-პუჰი ბიჭი და ბედნიერი ღიმილი, რომლებიც მათ სახეზეა ყურადღებას მაშინვე იქცევს.

მართალია, მთიდან ჩამოსვლამ ბექა ოდნავ შებოჭა და ისედაც დინჯს ბევრი არაფერი უთქვამს, თუმცა მარიმ ჩვეული სიხალისით მოყვა სკოლის ამბები, ჩამოთვალა მიღებული საჩუქრები, იმღერა და საკუთარი გასაჭირიც გაუზიარა გადაცემის წამყვანს.

“ერთხელ კვერნამ დამიხოცა ყველა წიწილა. ქათმისები არც ერთი აღარ დარჩა,” – უთხრა მარიმ წამყვანს და ქორზეც მოყვა, რომელსაც აფრთხობს ხოლმე.

მთიული ბავშვებისთვის, რომლებიც მთელ საქართველოს შეუყვარდა, საჩუქრებს აგროვებენ 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები