LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთი სამწუხარო შემთხვევა გვაქვს”: ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

306
download

“კორონავირუსით საქართველოს ხანდაზმული მოქალაქე გარდაიცვალა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

რა ღირს კორონავირუსის ტესტის გაკეთება

კორონავირუსის ტესტი მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფასო, თუ პაციენტს აქვს მკვეთრად გამოხატული სიმპტომები და ინფიცირებულთან კონტაქტის ისტორია.

“საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს მოქლაქეებში უკვე ერთი სამწუხარო შემთხვევა გვაქვს. ესპანეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ხანდაზმულ მოქალაქეს კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად, რამდენიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება ჰქონდა. მოგეხსენებათ, ამ ინფექციისთვის რამდენიმე მთავარი რისკ ფაქტორია, ერთი გახლავთ ასაკი, მეორე, როცა არსებობს თანმხლები დაავადებები”, – აცხადებს გამყრელიძე.

პრემიერ-მინისტრის სპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, გარდაცვლილი 74 წლის ქალბატონია. მან აღნიშნა, რომ დიპლომატიურ წარმომადგნლებს აქტიური კომუნიკაცია აქვთ გარდაცვლილის ოჯახთან და საჭირო პროცედურებზე მუშაობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები