LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი ნაბიჯი ფინალურ წარმატებამდე – შანსი გვაქვს მსოფლიოს ქართული ყავის ქარხანა გავაცნოთ

1421
DCIM100MEDIADJI_0101.JPG

თბილისში მდებარე ყავის ქარხანას ჩვენი ხმები სჭირდება – კომპანია Unix Development-ის მიერ აშენებული საწარმო საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობს.

„ჩვენმა ერთობლივმა მონდომებამ შედეგი გამოიღო  – ArchDaily & Strelka Award კონკურსში ინოვაციური დიზაინისა და ევროპული სტანდარტების შესაბამისი ,,ყავის ქარხანა” 15 საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდა.

კიდევ ერთი ნაბიჯი გვაშორებს ფინალურ წარმატებამდე ➡ ამისთვის საჭიროა გადახვიდეთ ლინკზე და ხმა მისცეთ „იუნიქს დეველოპმენტის“ პროექტს ,,ყავის ქარხანა”. თქვენი ერთი ხმით შანსს გვაძლევთ მსოფლიომ გაიცნოს საქართველოში არსებული უნიკალური ,,ყავის ქარხანა”, რომელიც ანგრევს სტერეოტიპებს სტანდარტული ქარხნების შესახებ“, – აცხადებენ Unix Development-ში.

თბილისის ყავის ქარხანა 15 საუკეთესო ევროპულ ნაგებობას შორის მოხვდა (ფოტოები)

ქართული პროექტისთვის ხმის მიცემის შანსი 15 აგვისტომდე გაქვთ

შეგახსენებთ, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე, ახალაშენებული ყავის ქარხანა ახალგაზრდა დიზაინერების მიერ შექმნილ 15 საუკეთესო, ინოვაციურ და ევროპული სტანდარტის ნაგებობას შორის მოხვდა.

კონკურსში, სახელწოდებით ArchDaily & Strelka Award გამარჯვებული 15 აგვისტოს გამოვლინდება.

თბილისში ყავის ქარხნის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო, მისი ოფიციალური გახსნა კი მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. როგორც ცნობილია, ქარხანაში წარმოებული ყავა „მეამას“ ბრენდით გაიყიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები