LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი მოთხოვნა შესრულებულია – ნამოხვანთან ჯებირი აიღეს

101
ჯებირი

სოფელ გუმათში მოწყობილი რკინის კედელი სამართალდამცველებმა დღეს გამთენიისას აიღეს. ადგილზე ამ ეტაპზე მხოლოდ რკინის ჯებირები რჩება.

აღნიშნული კედელი გუმათში, აქციების პარალელურად, რამდენიმე დღის წინ მოეწყო

აქციის მონაწილეები, რომლებიც უკვე 170 დღეზე მეტია ღამეს კარვებში ათენებენ და „ნამოხვანჰესის“ კასკადის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, ხელისუფლების გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. მათ მიერ დასახელებული სამი პირობიდან ერთი – რკინის კედლის აღება უკვე შესრულდა.

პროტესტის მონაწილეები ასევე ითხოვენ, რიონის ხეობიდან პოლიციის გაყვანას და სოფელ ნამოხვანისკენ, სადაც ჰესის ასაშენებლად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, თავისუფლად გადააადგილებას.

როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეები განმარტავენ, აღნიშნული პირობების შესრულების შემთხვევაში მზად არიან, მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები