LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი დღე ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებამდე – შს ყოფილი მინისტრი ე.წ. მატროსოვის ციხეს ხვალ დატოვებს

210
vano

შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი ე.წ. ,,მატროსოვის’’  ციხეს ხვალ, 20 თებერვალს დილით დატოვებს. ჩაერთვება იგი თუ არა აქტიურ პოლიტიკაში ჯერ უცნობია.

ვანო მერაბიშვილის სამომავლო გეგმებზე ადვოკატი მის გათავისუფლებამდე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ საპატიმროს დატოვების შემდეგ ყოფილ პრემიერს სამკურნალო კურსის გავლა მოუწევს, რადგან 7 წლიანმა პატიმრობამ მისი ჯანმრთელობოს მდგომარეობა სერიოზულად შეარყია. ციხის პირობებში კი სათანადოდ არ მკურნალობდნენ.

,,ერთი რამ შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, ის არის საკმაოდ მხნედ. პოლიტიკურად აქტიური იქნება თუ არა, ის თავად გააკეთებს განცხადებას. ბუნებრივია, ჩაიტარებს გამოკვლევებს. იმიტომ, რომ პატიმრობაში ყოფნის პირობებში მას ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები და ლოგიკურია ეს ადამიანი საკუთარ ჯანმრთეობას გადაამოწმებს.’’ განაცხადა ყოფილი პრემიერის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა.

მერაბიშვილი სასჯელს 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეებზე იხდის. მას სასჯელის შთანქმის პრინციპით, 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ყოფილი პრემიერი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი 2013 წლის მაისში დააკავეს. 2020 წლის 20 თებერვალს კი ყოფილი პრემიერი სანუკვარ სიტყვებს – მერაბიშვილი „სვეშჩამი“ გაიგონებს.

სად წავა ვანო მერაბიშვილი და წინასაარჩევნოდ ყოფილი პრემიერის ბეგრაუნდით საკუთარი გუნდის „გაძლიერებას“ რომელი პარტია მოინდომებს – ამ კითხვით “ფორტუნამ” ექსპერტების და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს მიმართა.

იხილეთ ვრცლად:

მიშამ თქვა, დაისვენოსო, კალაძემ თვითონ უნდა გადაწყვიტოსო, მარგველაშვილმა - მართლა გამოდისო? - სად წავა მერაბიშვილი

2020 წლის 20 თებერვალს კი ყოფილი პრემიერი სანუკვარ სიტყვებს - მერაბიშვილი „სვეშჩამი“ - გაიგონებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები