LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთად აღვადგინოთ თბილისური ეზოები – არქიტექტორებისთვის კონკურსი ცხადდება

615
2b9fff4c-544a-11e4-a4d0-22000ad04020.800x600

არქიტექტორებისთვის თბილისური ეზოს პროექტის ფარგლებში ღია კონკურსი ცხადდება. როგორც პროექტის ავტორ დეველოპერულ კომპანია „სფერო ჰოლდინგში“ ამბობენ, უნიკალურ პროექტს, რომელიც საზოგადოებამ “თბილისური ეზოს” სახელით გაიცნო, მალევე მოჰყვა დიდი გამოხმაურება.

„სწორედ ამიტომ, ვაცხადებთ საჯარო კონკურსს ახალგაზრდა და გამოცდილი არქიტექტორებითვის, რომელთაც შეუძლიათ მოგვაწოდონ, ან შექმან მათ მიერ შექმნილი ნამუშევრები თბილისური ეზოების პროექტის თემატიკაზე. ჩვენ მოვაწყობთ გამოფენებს. მზად ვართ განვიხილოთ და ვითანამშრომლოთ არქიტექტორებთან თბილისური ეზოების უნიკალური კულტურის, მომავალი თაობისთვის შენარჩუნების საქმეში.

ვაკეთებთ ნუსხას იმ სახლებისას, რომლებიც უკვე დანგრეულია, ან აღარ ექვემდებარება აღდგენას. თუ გაქვთ ინფორმაცია თბილისური ეზოს შესახებ, რომელიც საჭიროებს აღდგენას, მოგვმართეთ ჩვენ.

თანამედროვე ტექნოლოგიებით, თანამედროვე მიდგომებით, ერთად აღვადგინოთ ძველი თბილისური ისტორიები“, – ნათქვამია „სფერო ჰოლდინგის“ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები