LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთ მხარეს ყანჩელს გლოვობდნენ, მეორე მხარეს თბილისობის მონაწილეები ზეიმობდნენ” – გაბუნიას მონოლოგი

369
gabuyanchelze

გიორგი გაბუნიამ გია ყანჩელის გარდაცვალებასთან და მის დაკრძალვასთან დაკავშირებით, “მთავარის” ეთერში ვრცელი მონოლოგით წარსდგა.

მან მაყურებელს “ყვითელი ფოთლების” ნაწილი უკომენტაროდ მოასმენინა: “ამ შედევრის ავტორი, უკვე გამაყრუებელ სიჩუმეშია დასვენებული. იქ სადაც ვერ აღწევს ნოტები და ვერც ადამიანის ხმა – მიწის ქვეშ”, – თქვა მან და  შემდეგ თბილისობის დღესასწაულის არგადადების გამო, დედაქალაქის მთავრობა გააკრიტიკა:

“გია ყანჩელი ტაშ-ფანდურის, მწვადისა და ხინკლის სუნის ფონზე გააცილეს. დედაქალაქის ხელისუფლებამ არ ჩათვალა გენიალური კომპოზიტორის გარდაცვალება საკმარის საბაბად იმისთვის, რომ თბილისობის საზეიმო ღონისძიებები ერთი კვირით, ან ერთი დღით გადაედო. ამიტომ დღესასწაული ჩვეულებრივად გაგრძელდა. ერთ მხარეს ყანჩელს გლოვობდნენ, მეორე მხარეს თბილისობის მონაწილეები ზეიმობდნენ”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები