თბილისის ერთ-ერთ სუპერმარკეტში რუსული პროდუქციის ქვეშ ანტისაოკუპაციო წარწერები გამოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას primetime.ge ავრცელებს.

ე.წ. სტიკერი დახლზე განთავსებულ რუსულ პროდუქციასთან ერთ-ერთმა მომხმარებელმა მიაკრა და სავარაუდოდ სუპერმარკეტის თანამშრომლები მის მოხსნას არ აპირებენ, რადგან დახლებზე წარწერები უკვე რამდენიმე დღეა განთავსებულია.