LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია: რამდენი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი

403
pjimage (3)

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები გამოცდებზე რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 75%-მა ჩააბარა და მთლიანობაში მათმა რაოდენობამ 29 614- მიაღწია. საბოლოო შედეგები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

500-მდე აბიტურიენტმა ბარიერი გადალახა, თუმცა არჩეული პრიორიტეტების გამო უნივერსიტეტებში ვერ ჩაირიცხნენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ მათ, ვინც, წელს უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრა ვერ შეძლეს, მოუწოდა მოტივაცია არ დაკარგონ და მიზნის მისაღწევად ყველაფერი გააკეთონ.

“დღეს აბიტურიენტებისთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ. 2020 წელს უმაღლეს დაწესებულებებში სწავლას გააგრძელებს 29 614 აბიტურიენტი. ვულოცავ თითოეულ მათგანს და წარმატებებს ვუსურვებ ცხოვრების ახალ ეტაპზე. მათ კი, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შეძლეს წელს ამ არც თუ ისე მარტივ პერიოდში საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა, ვთხოვ არ დაკარგონ მოტივაცია – უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მომავალშიც ექნებათ”, – აცხადებს გორგოძე.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო გრანტი 6550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა, მათგან 1000-ზე მეტმა 100%-იანი დაფინანსების მოპოვება შეძლო, 2500-მდე აბიტურიენტს სწავლის გადასახადის 70% დაუფინანსდება, ხოლო 50%-იანი გრანტი 4000-ზე მეტმა გამოსაცდელმა მიიღო.

სოფო გორგოძემ პანდემიის პირობებში გამოცდების ჩატარების სირთულეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარებისა, ყველაფერმა უსაფრთხოდ და გართულებების გარეშე ჩაიარა.

“ეს წელი გამოცდა იყო თავად ცენტრისთვისაც, რადგან მას უპრეცენდენტოდ რთულ ვითარებაში მოუწია სხვადასხვა გამოცდის ჩატარება დაახლოებით 70 000 ადამიანისათვის. მადლობას ვუხდი პროცესში ჩართულ თითოეულ პიროვნებას, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საგამოცდო პროცესს გართულებების გარეშე, ობიექტურად, გამოსაცდელებისათვის მაქსიმალურად კომფორტულად და უსაფრთხოდ ჩაევლო,”- განაცხადა სოფო გორგოძემ.

ცნობისთვის, აბიტურიენტებმა, რომლებიც უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ, რეგისტრაციის გასავლელად უშუალოდ არჩეულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უნდა მიმართონ.

პოპულალურები