LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

291
Capture

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასულ ერთ აბიტურიენტს “კოვიდ 19” დაუდასტურდა.

როგორც გამყრელიძემ განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ინფიცირებულის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. მისი თქმით, დადგენილია ყველა ის პირი, ვისთანაც აბიტურიენტს კონტაქტი ჰქონდა.

“ვმუშაობთ, რომ ყველა იმ აბიტურიენტმა, რომელთაც ინფიცირებულ პირთან ერთად ჰქონდათ გამოცდა, ჩააბარონ გამოცდა. 9 აბიტურიენტსა და დამკვირვებლებზე, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ, ტარდება კვლევები”, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

არსებული ინფორმაციით, გამოცდაზე შესვლისას აბიტურიენტს სიცხე არ აღენიშნებოდა და კორონავირუსი მოგვიანებით დაუდგინდა.

 

ინფექციონისტი აცხადებს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების შეუფერხებლად ჩასატარებლად ყველა პირობა შექმნილია, რადგან უსაფრთოხების ნორმები მაქსიმალურად არის დაცული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები