LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მებაღეებისთვის თანამედროვე ტიპის კოტეჯები განთავსდა

111
კაწეჯი

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მომსახურე პერსონალის შრომისა და დასვენების პირობების გაუმჯობესების მიზნით, თბილისის მერიის მხარდაჭერით, თანამედროვე ტიპის ხის კოტეჯები მოეწყო. – ინფორმაციას ამის შესახებ მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

ბოტანიკური ბაღის ლანდშაფტთან ვიზუალურად მორგებულ ეკომეგობრულ კოტეჯებში, რომლებიც ამ ეტაპზე ორ კოლაციაზეა განთავსებული, მოწყობილია გასახდელები, საშხაპეები და სველი წერტილები.

მებაღეებისა და მომსახურე პერსონალის შრომის პირობებზე ზრუნვა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რის გამოც ორგანიზაციის საჭიროების გათვალისწინებით, პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.

სამუშაოების ღირებულებამ 159 776 ლარი შეადგინა.

პოპულალურები