LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერდოღანმა ტრამპის წერილი სანაგვეში მოისროლა

163
t1

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ 9 ოქტომბერს გაგზავნი წერილი თურქეთის მისამართით, სანაგვეში აღმოჩნდა. თურქ კოლეგასთან გაგზავნილ წერილში, რომელიც თეთრმა სახლმა გაასაჯაროვა, ტრამპი წერდა:

„ისტორია მოწყალე იქნება შენს მიმართ, თუ ამას სწორად და ჰუმანურად გააკეთებ. მისთვის შენ მუდმივად დარჩები ეშმაკად, თუ კარგი ამბები არ მოხდება. ნუ იქნები უხეში, ნუ იქნები სულელი!“

 

გზავნილში აშშ-ის პრეზიდენტი ასევე ეუბნება ერდოღანს, რომ ქურთთა დაჯგუფების „სირიის დემოკრატიული ძალების“ მეთაური გენერალი მაზლუმ ქობანი აბდი მზად არის მოლაპარაკებებისთვის და გარკვეული დათმობისთვის.

ზუსტად წერილის მიღების დღეს ემთხვევა  თურქეთის  მორიგი შეტევა  ჩრდილოეთ სირიაში, ქურთების წინააღმდეგ.

“ნუ იქნები მაგარი ბიჭი. ნუ იქნები სულელი! მოგვიანებით დაგირეკავ“, – წერდა ტრამპი.

ისტორია მოწყალე იქნება შენს მიმართ - რას წერს დონალდ ტრამპი თურქ კოლეგას

თეთრმა სახლმა დონალდ ტრამპის წერილი გაასაჯაროვა.

საპასუხოდ, თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნული წერილი ნაგავში გადააგდო. ამის სესახებ ინფორმაციას  BBC ავრცელებს.

“პრეზიდენტმა ერდოღანმა მიიღო წერილი, კატეგორიულად უარყო და ნაგავში მოისროლა“ – წერს BBC აქვე აღნიშნულია, რომ ტრამპმა  ერდოღანს წერილი სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაუგზავნა და მასში არაფორმალური ლექსიკა გამოიყენა.

BBC-ის თქმით, თურქეთის პრეზიდენტთან მიახლოებულმა წყარომ განაცხადა, რომ ერდოღანმა წერილში არსებული შეთავაზებები “კატეგორიულად უარყო“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები