LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერდოღანი ცნობილი ფეხბურთელის მეჯვარეა – იოზილის შარი გრძელდება

2367
merlin_156099483_f1aadd39-cc54-4b5d-93c0-9e945b00d31b-jumbo

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი გერმანელი ფეხბურთის ვარსკვლავის და „არსენალის“ ნახევარმცველის, მესუთ იოზილის ქორწილში მეჯვარის სტატუსით იმყოფებოდა. საზეიმო ცერემონია სტამბოლში, ბოსფორის სანაპიროზე მდებარე სასტუმროში გაიმართა. მას თურქეთის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად დაესწრო.

სამოქალაქო ქორწინების წიგნაკში კი, მოწმის სახით თურქეთის პრეზიდენტმა მოაწერა ხელი. წყვილს რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მისალოცი სიტყვითაც მიმართა და ურჩია, მინიმუმ, ოთხი შვილი იყოლიონ.

მესუთ იოზილმა ყოფილ მის თურქეთზე, ამინა გულსეზე იქორწინა.

ცნობისთვის, გელზენკირხენში დაბადებულ მესუთ იოზილს თურქული წარმოშობა აქვს. გასულ წელს ფეხბურთელი თურქეთის პრეზიდენტთან ერთად გადაღებული ფოტოს გამოქვეყნების გამო კრიტიკის ობიექტი გახდა, რის გამოც იოზილმა გერმანიის ნაკრებიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა გერმანია გააკრიტიკა და იოზილის მიმართ დამოკიდებულებას რასისტული უწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები