LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 წლის ბავშვის წამების საქმეზე სასამართლო სხდომა დაიხურა – მამინაცვლის ადვოკატი აცხადებს, რომ საქმე შეთითხნილია

102
dakaveba

6 წლის ბავშვის წამების საქმეზე დაკავებული დედისა და მამინაცვლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე საქალაქო სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.

სხდომა დახურულია იმის გამო, რომ საქმე არასრულწლოვანს ეხება და სხდომაზე ხდება გარკვეული სახით მისი პერსონალური მონაცემების გაჟღერება, პროკურატურამ დააყენა შუამდგომლობა სხდომის დახურვაზე, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. თუმცა ადვოკატები სხდომის დახურვას არ ეთანხმებოდნენ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სხდომა სრულად დაიხურა გარდა გადაწყვეტილების მიღების გამოცხადებისა.

6 წლის ბავშვის წამების საქმეზე დაკავებული მამინაცვლის ადვოკატი აცხადებს, რომ წამების საქმის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ არსებობს.

მუხრან ღურცკაიას განცხადებით, რეალურად საქმე არის შეთითხნილი.

„არცერთი მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია, მათ შორის ბავშვის ჩვენება. ბავშვს ჩვენება მიცემული აქვს ჩამოყალიბებულად სამართლებრივად. მას დააწერინეს ჩვენება და მოაწერინეს ხელი, რომელსაც საქმის განხილვის დროს ის ვერ დაადასტურებს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს. “, – განაცხადა მუხრან ღურცკაიამ.

ექვსი წლის ბავშვის მშობლებს (დედას და მამინაცვალს) გამოძიება მოზარდის წამებას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, საუბარია 2019 წლიდან 2020 წლამდე პერიოდზე, რა დროსაც არაერთხელ მოხდა წამების ფაქტი.

ბრალდების მხარე მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. ადვოკატები კი ითხოვენ, რომ საერთოდ აღკვეთის გარეშე დარჩეს ორივე ბრალდებული.

ბავშვი ამჟამად ექვსი თვით მინდობით აღზრდაში იმყოფება.

წამების მუხლი, რაც წარდგენილი აქვს ბავშვის მშობლებს, ცხრიდან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები