LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 ჩვევა, რომელიც ბედნიერებას მოგიტანთ

1241
newss

პოპულარული წიგნის „ქვეცნობიერის ძალა“ თანახმად, ჩვევებს ჩვენი ფიქრები და ის რეალობა აყალიბებს, რომელშიც ვცხოვრობთ. წიგნის ავტორის, ნეირობიოლოგის ჯო დისპენზას მტკიცებით, ქცევის ძველი მოდელი უკან გვექაჩება და განვითარების საშუალებას გავრთმევს, ახალი, შეგნებულად ჩამოყალიბებული ჩვევები კი, ბედნიერების მოპოვებასა და საკუთარი ცხოვრების მართვაში გვეხმარება.

გთავაზობთ იმ სასარგებლო ჩვევათა ნაკრებს, რომელთა წყალობით სიმშვიდესაც მოიპოვებთ და მთავარ შეკითხვას „რა მინდა სინამდვილეში“ პასუხსაც გასცემთ.

მადლიერება დღის ბოლოს – ყოველ საღამოს უბის წიგნაკში ის სამი მოვლენა (სასიამოვნო საუბარი მეგობართან, საინტერესო ფილმის ნახვა, სიხარულის მოულოდნელი გრძნობა და სხვა) ჩაწერეთ, რომელთაც დღის მანძილზე შეგძინეს ბალანსის და ბედნიერება შეგრძნება. პოზიტიური მოგონებების დაფიქსირება ერთის მხრივ, გარკვევაში დაგეხმარებათ, თუ რა გაბედნიერებთ სინამდვილეში, მეორეს მხრივ კი, მადლიერების გამოხატვაში იმისთვის, რაც გაქვთ.

დრო საკუთარი თავისთვის – მოზღვავებული ინფორმაცია და ყოველდღიური კომუნიკაცია პირველ რიგში ნერვულ სისტემას თრგუნავს. უცილებელია დღის ბოლოს შინაგანი რიტმის აღდგენა და ხმაურისგან დასვენება, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება სტრესის შემცირება და საკუთარი თავისთვის დროის გამოყოფა.

ქათინაური – თანამედროვე ეპოქაში ადამიანს ყოველთვის ზედმეტად ბევრი მოთხოვნა აქვს საკუთარ თავთან, რაც საბოლოოდ თვითშეფასების დათრგუნვით სრულდება. „ვინ ვარ და რა მინდა?“ – ამ შეკითხვაზე საკმაოდ რთულია პასუხის გაცემა, რადგან ბევრად მარტივია საზოგადოდ მიღებული სტერეოტიპებით ცხოვრება. ხშირად გაიხსენეთ ბავშვობის ოცნებები,  მიზნები, რომელთაც საკუთარ თავს უსახავდით და მოინიშნეთ ის, რისი განხორციელებაც უკვე შეძელით. არასდროს დააკნონოთ საკუთარი მიღწევები და დამსახურება, ნაკლებად გააკრიტიკეთ და მეტი ქათინაური უთხარით საკუთარ თავს.

სწორი კვება – გიოტებორგის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ადამიანის თვითშეფასებას და ემოციური პრობლემების დაძლევის უნარს კვების რაციონი განსაზღვრავს, რადგან ის, ვინც ჯანსაღი საკვებით იკვებება, ბევრად ბედნიერია და თვითშეფასებაც მაღალი აქვს, ვიდრე ის, ვინ სისტემატიურად „ფასტ-ფუდით“ იკვებება. უცნაურია, მაგრამ თუნდაც კვირაში ორჯერ თევზის კერძის მირთმევა სოციალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევაში დაგეხმარებათ.

სუფთა ჰაერზე დასვენება – ესექსის უნივერსიტეტის მკვლევარების 12-კვირიანმა ექსპერიმენტმა დაამტკიცა, რომ სუფთა ჰაერზე ძაღლთან ერთად სეირნობა და მცენარეებთან მუშაობა დადებით აისახება ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიურ ჯანმრთელობაზე. ექსპერიმენტის მონაწილეთა უმეტესობამ დაადასტურა, რომ ბუნებაში ინტენსიური სეირნობისა და შინაურ ცხოველებთან ურთიერთობის შემდეგ, საკუთარი თავის დაფასებაც ისწავლა და იმ წვრილმანებით გახარებაც, რომელთაც მანამდე საერთოდ ვერ ამჩნევდა.

ვახშამი მეგობრების წრეში – ახლობლებთან ცოცხალი ურთიერთობა მართლაც ყველაზე სასარგებლო და ფასეულია, რადგან სწორედ მეგობრებთან გემრიელი ვახშმის დროს იცლება ადამიანი ნეგატიური ენერგიისგან და ისვენებს ყველაზე კარგად. „დანიური ჰიუგეს“ – ბედნიერების სკანდინავიური ფილოსოფიის სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ახლობლებთან ურთიერთობა პირველ რიგში საკუთარი თავის უკეთ გაგებასა და იმ ბედნიერების გაცნობიერებაში გვეხმარება, რომელიც ხშირად გვეკარგება პრობლემებით დატვითულ ყოველდღიურობაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები