LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტებმა მოგზაურობისთვის საუკეთესო ასაკი დაასახელეს

823
81630f0242a9cdde6116ff9ecbebf5cb

მოგზაურთა პორტალის Biletix წარმომადგენლებმა დაადგინეს, რომ მსოფლიოს მოსავლელად საუკეთესო ასაკი 40-დან 60 წლამდე პერიოდია. ასეთი დასკვნა სპეციალისტებმა ათასობით ადამიანის გამოკითხვის შემდეგ მიიღეს.

საინტერესოა, რომ საშუალო ასაკში მოგზაურობის პლუსებს ყველაზე მეტად ქალბატონები დაეთანხმნენ და მათი აზრით, ცხოვრებით ტკბობა სწორედ 30-40 წლამდე მიღწევის შემდეგ იწყება. რაც შეეხებათ მამაკაცებს, მათი აზრით, ტურიზმისთვის საუკეთესო ასაკი ცოტა უფრო ადრე დგება და 25-დან 40 წლამდე პერიოდს მოიცავს.

ამასთან, რესპოდენტთა სრულმა უმრავლესობამ, უფრო ზუსტად კი 98%-მა აღნიშნა, რომ საპენსიო ასაკი მოგზაურობისთვის დაბრკოლებას ნამდვილად არ წარმოადგენს და სახლში დაჯდომას ისინი არც 60 წლის შემდეგ არ აპირებენ. უფრო მეტიც, 34% სწორედ პენსიაზე გასვლას ელოდება, რომ მოგზაურობა დაიწყოს.

გამოკითხულთა შორის მხოლოდ 2% აღმოჩნდა, ვინც თვლის რომ ასაკში ფიზიკური მდგომარეობა უარესდება, ფინანსები იკლებს, ამიტომ ტურიზმი მაინცდამაინც კარგი აზრი ვერაა.

აღსანიშნავია, რომ თავად Biletix-ის ოფიციალური ინფორმაციით, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ტურისტული პროდუქტი 30-35 წლამდე ადამიანებმა შეიძინეს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები