LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი თავს კარგად გრძნობს – ვაჟა გაფრინდაშვილი გორში, ქართველ სამართალდამცველებთან გამოკითხვაზე იმყოფება

227
BeFunky-collage

ამ დროისთვის, ვაჟა გაფრინდაშვილი შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში იმყოფება. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, გაფრინდაშვილს სამართალდამცველები თბილისში გადაიყვანენ.გორში იმყოფება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექოტრის მოადგილე. ირაკლი ანთაძის განცხადებით, ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, ექიმი თავს კარგად გრძნობს და მას მალე თბილისში გადაიყვანენ.

„ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია. ამჟამად, იგი იმყოფება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პირველი დღიდან იყო ჩართული ამ საქმეში. ყოველდღიურ რეჟიმში ფუნქციონირებდა ცხელი ხაზი, რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩართული იყო შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და მათი კოორდინირებული და  დაუღალავი საქმიანობის შედეგად და, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარების შედეგად დადგა ის შედეგი, რისი მოწმენიც გავხდით.

ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახლავთ კარგი. ამ წუთას, როგორც მოგახსენეთ, იგი იმყოფება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და მოგვიანებით, მეტი დეტალის გაზიარებას შევძლებთ“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია

ოკუპანტები ქართველ ექიმს  ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი ამ ბრალდებას არ აღიარებდა.

ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ცნობა, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა 27 დეკემბერს ხელი მოაწერა ბრძანებას ვაჟა გაფრინდაშვილის შეწყალების თაობაზე. დოკუმენტი დე ფაქტო პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნდა.

ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. ოკუპანტები ქართველ ექიმს  ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი ამ ბრალდებას არ აღიარებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები