LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმები კორონავირუსით დაავადებულებს სახით ქვემოთ წოლას ურჩევენ

346
Emergency medical personnel transport a patient into the emergency department of Norton Women’s and Children’s Hospital, as all wear masks to avoid the spread of the novel coronavirus disease (COVID-19) in Louisville, Kentucky, U.S., March 24, 2020. REUTERS/Bryan Woolston

სუნთქვის პრობლემების დროს, რაც კორონავირუსს ახასიათებს, უმჯობესია, რომ სახით ქვემოთ იწვეთ. ასეთ დასკვნამდე ჩინელი ექიმები მივიდნენ. აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით მასალა ამერიკულ ჟურნალში American Journal of Respiratory and Critical Care Medicine  გამოქვეყნდა.

კვლევის ავტორები უხანში 12 პაციენტს აკვირდებოდნენ. რომლებსაც სუნთქვის აპარატი სჭირდებოდათ. ზოგიერთ მათგან სახით ქვემოთ აწვენდნენ და აკვირდებოდნენ ფილტვები ამ დროს როგორ მუშაობდა.

აღმოჩნდა, რომ სახის პოზიციების მონაცვლეობა ფილტვების მუშაობაზე გავლენას ახდენს და უკეთ მუშაობს, როდესაც სახით ქვემოთ წვანან პაციენტები. ამ დროს ფილტვებში ჟანგბადი უკეთ გადანაწილდება.

მართალია, პაციენტების რიცხვი დიდი არ იყო და სამი მათგანი გარდაიცვალა, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მიღებული დასკვნები მხედველობაში აუცილებლად მისაღებია და რომ ამ ფაქტს აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება კორონავირუსთან ბრძოლის დროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები