LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეპიზოდმა, როცა „ჩცდ“-ში ნინამ დათო სახლიდან გააგდო, მაყურებლის აღშფოთება გამოიწვია

365
ninadadato

„ჩემი ცოლის დაქალებში“ ანი ტყებუჩავას პერსონაჟი, ნინა ოჯახს დაუბრუნდა მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის პრობლემის მოსაგვარებლად მათგან საზღვარგარეთ გაიქცა. ნინას მეუღლემ სახლში საყვარელი, ნათია მოიყვანა, თუმცა ნინას ჩამოსვლის შემდეგ, მას სახლის დატოვება მოუხდა. ნინამ თავისი მეუღლე, დათოც გააგდო სახლიდან და ნათიას სახლისკენ მიუთითა. დათო არც ნათიამ მიიღო.

ამ ეპიზოდმა მაყურებლის დიდი გამოხმაურება და კომენტარები გამოიწვია:

„სერიალის არც ერთ გმირს არ შერჩა ღირსება. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ხომ არსებობს ნამდვილი ოჯახებიც, თუნდაც მცირე რაოდენობით. აჩვენეთ რამე წმინდაც ჩვენი რეალობიდან. ნუ გავიწყდებათ, ფილმს მომავალი თაობაც უყურებს“.

„დათო, ამოურტყი მაგიდაზე წიხლი და იმ თავის შალავა დაქალებიანად ზედ თავპირზე მიაყარე ის სვეცკური სუფრა, რას იბარგები…“

„ნინა გასაგდებია. ავად იყო, მაგრამ თვითონ რა ქნა, გაიქცა და ფეხებზე დაიკიდა ყველა…“

„ნინას დათომ რომ უღალატა, მაშინ უნდა წასულიყო. ეშოვა სამსახური და ერჩინა შვილები, თუ თავმოყვარეობა ჰქონდა. მაგრამ ამის მაგივრად კიდევ შვილები გაუჩინა. ერთი ზარმაცი ქალია, ყველაფერი ეზარება ცხოვრებაში“.

„საშინელი ცოლია და საშინელი ქმარი… ამას თუ ქმარ-შვილი უნდოდა, სად გარბოდა, იმას თუ ცოლთან ყოფნა უნდოდა, რას მოჰყავდა სხვა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები