LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეპიდვითარება შესაძლოა ნებისმიერ დროს გართულდეს, თუ ხელისუფლებას კრიზისის მართვის ბერკეტი არ ექნება – ხუნდაძე

104
170150-cover-b

მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შეზღუდვების დაწესებას 2020 წლის ბოლომდე ნებისმიერ დროს შეძლებს. “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა დღეს 79 ხმით დაამტკიცა. ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე შეეძლება.

პრემიერს შეზღუდვების ერთპიროვნულად დაწესების შესაძლებლობა 2021 წლამდე ექნება

კანონის მიღებას ოპონენტების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება გაზრდილ ძალაუფლებას საარჩევნოდ გამოიყენებს.

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე კი აპირებს სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს.

ოპოზიციის კრიტიკას უმრავლესობა ეხმაურება. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ოპოზიცია მათ მხოლოდ იმიტომ აკრიტიკებს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მომხრეა.

მისივე განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთესი ეპიდსიტუაციაა, მსოფლიო კვლავ პანდემიის რეჟიმში ცხოვრობს. ამიტომ ხუნდაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას კრიზისის მართვის ბერკეტი უნდა გააჩნდეს.

„სწორედ ამ აკრძალვების, საზოგადოების დამყოლობით წყალობით და ექიმების ჩართულობით დადგა ეს შედეგი. ზოგადად ვითარება მსოფლიოში საკმაოდ დაძაბულია. 13 მილიონზე მეტია ინფიცირებული. საკმაოდ რთული ვითარებაა ამერიკაში, ბრაზილიაში, ინდოეთში. ჩვენს რეგიონშიც საკმაოდ დაბინძურებული ეპიდვითარებაა. რუსეთში საკმაოდ დიდია ინფიცირებულთა რიცხვი, მათ შორის გარდაცვლილთა რიცხვიც ასევე საყურადღებოა. ირანში საკმაოდ მძიმე ვითარებაა. მზარდია უშუალო სამეზობლოში – აზერბაიჯანსა და სომხეთში. ჩვენ პრაქტიკულად მწვანე კუნძულივით ვართ და გარშემო არსებული ეპიდვითარება საფრთხეს ქმნის, რომ შესაძლოა ჩვენთან ისევ გართულდეს და პოზიტიური შედეგი დროებითი აღმოჩნდეს და ვითარება ნებისმიერ დრეს შეიძლება გართულდეს, თუ კი ხელისუფლებას არ ექნება კრიზისის მართვის ბერკეტი“, – აღნიშნა იმედის ეთერში ხუნდაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები