LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეპიდემიასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი მეთოდი: თურქმენეთში სიტყვა „კორონავირუსი“ აიკრძალა

217
turkmenistan-1

თურქმენეთის მთავრობამ კორონავირუსთან ბრძოლაში რადიკალური ზომები მიიღო და ლექსიკონიდან სიტყვა „კორონავირუსი“ ამოიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Reporters Without Borders ავრცელებს.

სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულ მედიას არ აქვს ამ სიტყვის გამოყენების უფლება. სიტყვა ხმარებიდან ასევე ამოიღეს სკოლებიდან და სამედიცინო ბროშურებიდან.

ინფორმაცია ცნობილი გახდა ერთ-ერთი საიტიდან, რომელიც ქვეყნის შიგნით დაბლოკილია.

ამ ინფორმაციის მიხედვით ადამიანები, რომლებიც კორონაირუსზე ისაუბრებენ, მნიშვნელობა არ აქვს სად იქნებიან, მაღაზიებსა თუ ავტობუსის გაჩერებაზე,  შეიძლება, პოლიციელებმა დააპატიმრონ.

„თურქმენეთის მთავრობამ ამ ექსტრემალური მეთოდით საკუთარი რეპუტაცია შეინარჩუნა“. – აცხადებს ჟურნალისტი ჟან კაველიერი.

„კორონავირუსზე ინფორმაციის უარყოფა საფრთხეს უქმნის არამხოლოდ თურქმენეთის მოქალაქეებს, არამედ აძლიერებს იმ ავტორიტარიზმს, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი აწესებს. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რეაგირება მოახდინოს მომხდარზე და ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევისთვის პასუხი მოეთხოვოს“, – აღნიშულია სტატიაში.

ოფიციალური ინფორმაციით, თურქმენეთში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები