LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ენერგო-პრო ჯორჯია“ სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამას იწყებს

97

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ სტუდენტთა „საზაფხულო დასაქმების პროგრამას“ იწყებს. კომპანიის ინფორმაციით, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მიერ ინიცირებული, საზაფხულო დასაქმების პროგრამის ფარგლებში, ენერგეტიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი (მე-3,მე-4) კურსის სტუდენტებს და ახალ კურსდამთავრებულებს, ასევე პროფესიული კოლეჯების, ენერგეტიკის და ელექტრო ინჟინერიის მიმართულების სტუდენეტებს ექნებათ შესაძლებლობა კომპანიაში გაიარონ ორთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება.

,,შერჩეული კანდიდატები გაივლიან სტაჟირებასა და ტრენინგებს კომპანიის სათავო ოფისში (თბილისში) და რეგიონულ ფილიალებში (ქუთაისი, ბათუმი, ხაშური, თელავი), შემდეგ მიმართულებებში: მაღალი ძაბვის ქვესადგურების ექსპლუატაცია, სარელეო დაცვა და დიაგნოსტიკა, ელ. გადამცემი ხაზების და მოწყობილობების პროექტირება/ექსპლუატაცია, ელ. მრიცხველების ლაბორატორია, გენერაცია (ჰიდროელექტრო სადგურები), შრომის უსაფრთხოება, ენერგოზედამხედველობა, დისპეჩერიზაცია, „SCADA” და „GIS” სისტემები, აბონენტთა ურთიერთობა (ქოლ ცენტრის) და სხვა“, – განაცხადა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საუკეთესო სტუდენტებს/კანდიდატებს მიეცემათ კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა.

საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება კომპანიის სათავო ოფისში (თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის N19) 7 ივლისს, 11:00 საათზე; აგრეთვე, რეგიონალურ ოფისებში (ქუთაისი, ბათუმი, ხაშური, თელავი) 4-დან 7 ივლისის ჩათვლით. დამატებითი ინფორმაციის მიღება და საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებად რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.energo-pro.ge

სტუდენტთა საბოლოო შერჩევის პროცესში, 12-დან 14 ივლისის ჩათვლით, კანდიდატებს მოეთხოვებათ პრეზენტაციის გაკეთება, თავისუფალ თემაზე – „მომავლის ენერგეტიკა“ , რის საფუძველზეც მოხდება სტუდენტების შერჩევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები