LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენ ჰეთევეი „ალქაჯის“ ამპლუაში – მსახიობი ახალი იმიჯით

610
annheteway2010

ენ ჰეთევეი ამჯერად რობერტ ზემეკისის ახალი ფილმის „ალქაჯების“ გადაღებებითაა დაკავებული. ცოტა ხნის წინ ინტერნეტში ახალი ფილმის პირველი პოსტერი გამოქვეყნდა. დღეს კი მსახიობმა ენ ჰეთევეიმ ახალი ვიდეო გამოაქვეყნა და „ინსტაგრამის“ გამომწერებს მისი ახალი იმიჯი გააცნო. ფილმში ჰეთევეის ცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია, ის გრიმით საოცრად შეცვლილია.

ფილმი ეკრანებზე 2021 წელს უნდა გამოვიდეს. ის ალქაჯის ისტორიას გვიყვება, რომელიც ოცნებობს, ყველა ბავშვი ვირთხად გადააქციოს. ფილმი ალქაჯისა და  პატარა ბიჭის გაცნობის ისტორიით იწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები