LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემილია კლარკი ჯადოსნური ელფის როლში ახალ საშობაო ფილმში (თრეილერი)

2321
page

ინტრენეტში პოლ ფიგის ახალი საშობაო ფილმის, Last Christmas-ის თრეილერი გავრცელდა. მთავარ როლებს ახალ რომანტიკულ კომედიაში ემილია კლარკი, მიშელ ეო და ემა ტომპსონი ასრულებენ. ეს უკანასკნელი ფილმის სცენარის ავტორია.

ახალ ფილმში ემილია კლარკი მაღაზიის კონსულტანტის როლში გვევლინება, რომელიც მყიდველებისთვის ელფის როლს ირგებს. იმედგაცრუება ემილიას გმირის მთავარი თანამგზავრია, თუმცა შობას ყველაფრი იცვლება.

საინტერესოა, რომ ემა ტომპსონისთვის სცენარზე მუშაობისას შთაგონების წყარო Wham-ის ლეგენდარული ჰიტი ,,უკანასკნელი შობა” გახდა და ფილმმაც ეს სახელწოდება მიიღო .ფილმში მრავლადაა ჯორჯ მაიკლის სხვა სიმღერებიც. კინოფილმის პრემიერა 5 დეკემებერსაა დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები