LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

EMC: პროკურატურის დაგვიანებული რეაქცია აჩენს კითხვებს ობიექტურ გამოძიებაზე

69

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) გიორგი გიორგანაშვილის და ბექა წიქარიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ გიორგანაშვილის განცხადებაზე, ნარკოტიკული ნივთიერებების ჩადების შესახებ, პროკურატურის რეაქცია დაგვიანებულია. გარდა ამისა, EMC მიიჩნევს,  რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმის გაჭიანურება და სასამართლოში დაგროვილი პრობლემები  მართლმსაჯულების სისტემის კრიზისს  და სოციალურ უკმაყოფილებას აღრმავებს . მათი განცხადებით ეს ასუსტებს ლეგალური გზებით სამართლიანობის მიღწევის რწმენას, რამაც ცალკეულ შემთხვევებში წინააღმდეგობის რადიკალური ფორმებით გამოხატვას შეიძლება შეუწყოს ხელი

“მიუხედავად იმისა, რომ ბახალა თვეების განმავლობაში საუბრობდა მისთვის ნარკოტიკული ნივთიერების განზრახ, უკანონო ჩადებაზე, ამ საკითხზე გამოძიების დაწყების შესახებ პროკურატურამ მხოლოდ დღეს განაცხადა. პროკურატურის დაგვიანებული რეაქცია თავისთავად აჩენს კითხვებს ამ საქმეზე ობიექტური გამოძიების ჩატარების რეალური ნების არსებობაზე. გასათვალისწინებელია, რომ არცერთ სხვა საქმეში, სადაც პირები პოლიციის მხრიდან ნარკოტიკის უკანონო ჩადებაზე საუბრობდნენ, საზოგადოებას არ დაუნახავს პროკურატურის ძალისხმევა ჩაეტარებინა დამოუკიდებელი გამოძიება. დღეს სასამართლოსთან დაკავებული ბექა წიქარიშვილის მიმართ გამოძიების დაწყება სისხლის სამართლის წესით, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ არსებული სისტემა ვერ იაზრებს რეპრესიული პოლიტიკის მძიმე სოციალურ ეფექტებს და არსებულ წინააღმდეგობას კვლავ რეპრესიით პასუხობს.”

პოპულალურები