LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ელთ კომპანი“ მომხმარებელს სალომბარდე, ავტო და იპოთეკურ სესხებს სთავაზობს

204

საფინასო ორგანიზაცია “ელთ კომპანი“ მომხმარებელს კლინეტზე მორგებული პირობების მქონე სხვადასხვა სახის სესხებს სთავაზობს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიაში განუცხადეს,  კერძოდ ესაა სალომბარდე, ავტო და იპოთეკური სესხები, რომლებიც გაიცემა მაქსიმალურად მოკლე დროში, ყოველგვარი განაღდების, წინსწრების საკომისიოსა და ჯარიმის გარეშე.

”სალომბარდე  სესხებზე გთავაზობთ შეფასების მაღალ ტარიფებს დაბალ 1,4%–ში. სესხის შემცირება, ან გაზრდა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ნებისმიერი თანხით არსებული უზუნველყოფის ფარგლებში.

რაც შეეხება ავტო სესხებს, მათი გაცემა ხდება ავტომობილის უზრუნველყოფით, ერთ დღეში, მხოლოდ მესაკუთრის პირადობისა და  ავტომობილის ტექნიკური პასპორტის საფუძველზე.  სესხი გაიცემა ავტომობილის გადმოფორმების შემთხვევაში, მართვის უფლებით, 3 წლამდე ვადით.  ავტო სესხის საპროცენტო სარგებელი შეადგენს დოლარში გატანილი თანხის 3,5 %-ს, ლარში  შეადგენს გატანილი თანხის  5 %–ს. გასაცემი თანხის ლიმიტი არის დოლარში – 10 000 $, ხოლო ლარში – 20 000 ლარი. სესხის ანულირება ხდება ანუიტეტის ფორმით, ანუ ძირისა და პროცენტის თანაბარი დაფარვით. გარდა ამისა, შესაძლებელია ავტო სესხის დაფარვა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე, ყოველგვარი წინსწრების საკომისიოს გარეშე”, – განაცხადეს “ელთ კომპანიში“

მათივე ინფორმაციიით, იპოთეკური სესხები გაიცემა უძრავი ქონების უზრუნველყოფით მხოლოდ მესაკუთრის პირადობის მოწმობისა და საჯარო რეესტრიდან არსებული ქონების ამონაწერის საფუძველზე. როგორც კომპანიაში განმარტეს, სესხი გაიცემა საცხოვრებელ ბინასა და კომერციულ ფართზე, მისი საპროცენტო სარგებელი კი შეადგენს  გატანილი თანხის 2 %-ს.  სესხის მაქსიმალური ვადა განისაზღვრება 8 წლამდე, სესხის ანულირება  ხდება ანუიტეტის ფორმით, ანუ ძირისა და პროცენტის თანაბარი დაფარვით. გარდა ამისა, შესაძლებელია იპოთეკური სესხის დაფარვა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე, ყოველგვარი წინსწრების საკომისიოს გარეშე.

”ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ ასევე  ისარგებლონ ფულადი გზავნილების მომსახურებით შემდეგი ქსელების საშუალებით:  ”ვესტერნ იუნიონი”,  ”იუნისტრიმი”,  ”კონტაქტი”, ”მანიგრამი”, ”ინტელექპრესი”,  ”ზოლოტაია კორონა”, RIA,  ”ანელიკი”,  ”მარდი”,  UPT money transfer.  ფულად გზავნილებზე არსებული გადარიცხვის საკომისიოს ტარიფები  კი იდენტურია საქართველოს წამყვან კომერციულ ბანკებში არსებული ტარიფებისა”, – აღნიშნეს  საფინასო ორგანიზაციაში.

ცნობისთვის, საფინასო ორგანიზაცია “ელთ კომპანი“ უკვე წლებია ქართულ ბაზარზე არსებობს. მისი ძირითადი სფერო არის სალომბარდე საქმიანობა, რომელსაც  ახორციელებს ორგანიზაციის 100–ზე მეტი თანამშრომელი კომპანიის 20 სერვისცენტრში.  აღნიშნული სერვისცენტრებიდან 13 მდებარეობს აჭარის რეგიონში, 7  კი – თბილისში 2016 წლის მარტში  გაიხსნა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები