საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი კამპანიას #visitgeorgia #spendyoursummeringeorgia-ს უერთდება. ელიზაბეთ რუდი მყინვარწვერზე ადის და ამავდროულად, მოქალაქეებისგან რეკომენდაციებს ელის, რა მოინახულოს ყაზბეგში. ამის შესახებ ინფორმაციას და ფაქტის ამსახველ ფოტომასალას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.

 

„ამ ფოტოების გამოგზავნისას გვთხოვა თქვენი რეკომენდაციები, რა მოინახულოს ყაზბეგში? მოგვწერეთ რჩევები კომენტარებში“, – აღნიშნულია საელჩოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

 

ნინი ჩუბინიძე
ავტორი

მსგავსი თემები