LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილი: უხერხულია, როცა კალაძე ფეხს ითრევს და უნდა ჯოხი სხვაზე გადატეხოს – ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს, სულ მცირე, მაღალი თანამდებობის პირებს უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეთ

66
კალაძე და ალეკო

უხერხულია, როცა კახა კალაძე ფეხს ითრევს და უნდა ჯოხი სხვაზე გადატეხოს – სანამ გამოძიება მიმდინარეობს, სულ მცირე, მაღალი თანამდებობის პირებს უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ არსებულ პრობლემებს მხოლოდ „გადადექის“ ძახილი არ უშველის.

„სამწუხაროდ, ძალიან გრძელია ტრაგიკული ისტორიების ჩამონათვალი. 2009 წელს, დიღომში, სტადიონზე ბავშვს ძელი დაეცა და დაიღუპა. ამავე წელს “რუსთავი 2“-ის შენობა ჩამოინგრა და ორი ადამიანი დაიღუპა. შარშან, ბათუმში სადარბაზო ჩამოინგრა, სადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა. მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერი ჩამოვარდა და ორი ადამიანი დაშავდა. ახლა ვაკის პარკში ეს ტრაგედია მოხდა. სისტემური პრობლემის მთელი ჯაჭვია. ერთია – თანამდებობის პირების უპასუხისმგებლობა. 2009 წლიდან რომელი თანამდებობის პირი გადადგა და იგრძნო მორალური პასუხისმგებლობა?

ან რომელი მაღალი თანამდებობის პირი დააკავეს და არა ყავის მომდუღებლის თანაშემწე?!

სისტემური პრობლემაა, თუ როგორ ტარდება ტენდერები, როგორია მოთხოვნა, ექსპერტების კვალიფიკაცია როგორ მოწმდება? სამშენებლო ნორმები არ არსებობს. თუ ამ ყველაფერს არ მოვაგვარებთ, მხოლოდ “გადადექის“ ძახილი არ უშველის, თუმცა გადადექიც მნიშვნელოვანია!“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს.

თბილისის მთავრობის სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო

კალაძე: რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს ამ კითხვას პირველ რიგში გამოძიებამ უნდა უპასუხოს – კანონის წინაშე ყველა თანასწორია, კანონი ვერ იქნება ვერც ზედმეტად ლმობიერი და ვერც ზედმეტად მკაცრი ვინმეს მიმართ

კალაძე: დევი მეზურნიშვილთან და პატარა ლაზარესთან შეხვედრამ აჟიოტაჟი გამოიწვია, მეგობრებო, ეს ჩემი ვალდებულებაა, არა მხოლოდ როგორც მერის, არამედ როგორც ოთხი შვილის მამის

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს: ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას ჩემი მოადგილის სამსახურებრივ ქმედებებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები