LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაბედ მეორე: ჰარი, მეგანი და არჩი ყოველთვის იქნებიან ჩემი ოჯახის უსაყვარლესი წევრები

1183
602x338-cmsv2-b891638e-a7bf-5c6a-b2f8-edfb5b9a21f4-4432716

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია სამეფო უმაღლესობის სტატუსით ვეღარ ისარგებლებენ. ამ ინფორმაციას დედოფალ ელისაბედ მეორეს განცხადებაში ვკითხულობთ.

ელისაბედ მეორე აღნიშნავს, რომ შვილიშვილსა და მის მეუღლეს მხარს უჭერს მიღებულ გადაწყვეტილებაში:

​„მრავალთვიანი საუბრებისა და ბოლოდროინდელი განხილვების შემდეგ, მოხარული ვარ, რომ ჩვენ ერთად ვიპოვეთ კონსტრუქციული და მხარდამჭერი გზა ჩემი შვილიშვილისა და მისი ოჯახისთვის.

ჰარი, მეგანი და არჩი ყოველთვის იქნებიან ჩემი ოჯახის უსაყვარლესი წევრები. ვაღიარებ გამოწვევებს, რომლებიც მათ გაიარეს ინტენსიური დაკვირვების შედეგად ბოლო ორი წლის განმავლობაში და მხარს ვუჭერ მათ სურვილს, უფრო დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.

ვალდებულებებისგან თავისუფალი მეგან მარკლი საჭეს ბედნიერი მართავს (ფოტო)

მინდა, მადლობა გადავუხადო მათ ამ ქვეყნაში, თანამეგობრობასა და მის ფარგლებს გარეთ თავდადებული მუშაობისთვის და კერძოდ, ამაყი ვარ, თუ როგორ სწრაფად გახდა მეგანი ჩვენი ოჯახის წევრი. მთელი ჩემი ოჯახი იმედოვნებს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს მათ, დაიწყონ ბედნიერი და მშვიდი ახალი ცხოვრების მშენებლობა“,- წერია დედოფლის განცხადებაში.

მეგან მარკლი პრინცესა დაიანას შეცდომას იმეორებს და პრინცი ჰარით მანიპულირებს – დასავლური მედია

მეგანისა და ჰარის უფლებამოსილებების შეწყვეტაზე განცხადებას მხოლოდ ელისაბედ მეორე არ ავრცელებს.

უახლესი ინფორმაცია გაავრცელა ბუკინგემის სასახლემაც, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ჰარი და მეგანი სამეფო უმაღლესობის სტატუსით ვეღარ ისარგებლებენ. აღნიშნული მოდელი კი ძალაში 2020 წლის გაზაფხულიდან შევა.

„სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია მადლიერი არიან მისი უდიდებულესობისა და სამეფო ოჯახის მხარდაჭერის გამო, რამდენადაც ისინი მათი ცხოვრების ახალ თავს იწყებენ“,-ვკითხულობთ ბუკინგემის სასახლის განცხადებაში.

https://www.instagram.com/p/B7eJp7tJcXU/?utm_source=ig_embed

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები