ელისაბედ მეორემ ბორის ჯონსონის ინიციატივა პარლამენტის მუშაობის დროებით შეჩერების შესახებ დაამტკიცა.BBC-ის ცნობით, პარლამენტი მუშაობას 10 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე შეაჩერებს.

ქვეყნის დედოფალს პარლამენტის მუშაობის შეჩერების თხოვნით დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მიმართავს. ოპოზიცია ამბობს, რომ ასეთი ნაბიჯი ქვეყანაში სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს, რადგან დეპუტატები Brexit-ის პროცესში სრულყოფილ მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

თემთა პალატის სპიკერი ჯონ ბერქოუს თქმით, აშკარაა, რომ პარლამენტის მუშაობის შეჩერების მიზანი, ბრექსიტზე დებატების ჩახშობაა.

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა ევროკავშირს 31 ოქტომბერს დატოვებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ლონდონი და ბრიუსელი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.

მსგავსი თემები