LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტრონული გადახდების სისტემაზე გადასვლამ 70 ქვეყანაში მშპ $300 მილიარდით გაზარდა

85

ელექტრონული გადახდების სისტემაზე გადასვლის შედეგად, მსოფლიოს 70 ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა დაახლოებით $300 მილიარდით გაიზარდა, – ამის შესახებ ნათქვამია „მუდი ანალიტიკსის“ 2016 წლის კვლევაში, რომელიც ”ვიზა ინტერნეშენალმა” გამოაქვეყნა.

როგორც ”ფორტუნას” ”ვიზა ინტერნეშენალიდან” აცნობეს, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ელექტრონული გადახდების პროდუქტების – საკრედიტო, სადებიტო და წინასწარი გადახდის ბარათების მზარდი გამოყენების შედეგად, მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა 296 მილიარდი დოლარით, ხოლო სამომხმარებლო პროდუქტების მოხმარების დონე წელიწადში საშუალოდ – 0.18%-ით.

ამასთან, „მუდის“ ანალიტიკური ცენტრის ეკონომისტების შეფასებით, ელექტრონული გადახდების ზრდის შედეგად, საშუალოდ წლიურად 2.6 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა საანალიზო 5 წლის განმავლობაში. კვლევაში მონაწილე 70 ქვეყანა გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 95%-ს შეადგენს.

“ელექტრონული გადახდები მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ბაზრისთვის. იმ ქვეყნებში, სადაც ელ. ბარათების მზარდი მოხმარების დონე დაფიქსირდა, ასევე გაიზარდა ეკონომიკური ზრდის ინდექსიც” -განაცხადა „მუდი ანალიტიკსის“ უფროსმა ეკონომისტმა მარკ ზანდიმ.

კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ანგარიშში – “ელექტრონული გადახდების გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე.” დოკუმენტის მიხედვით, გადახდების გაელექტრონულებამ სარგებელი მოუტანა მთავრობებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უფრო სტაბილური და გამჭვირვალე ბიზნეს გარემოს შექმნაში. ამავდროულად, ელექტრონული გადახდების სისტემამ მინიმუმამდე დაიყვანა ჩრდილოვანი ეკონომიკა. შედეგად, ელექტრონულმა გადახდებმა შექმნა მაღალი საგადასახადო შემოსავლების საფუძველი მთავრობებისთვის. მან ასევე დამატებითი სარგებელი შექმნა მცირებიუჯეტიანი ნაღდი ანგარიშსწორების ხარჯებისთვის, უზრუნველყო გარანტია სავაჭრო სუბიექტებისთვის და მაღალი ფინანსური ჩართულობა მომხმარებლებისთვის.

”კვლევის შედეგები ცხადყოფს ყველა იმ სარგებელს, რაც ელექტრონულ გადახდებს მოაქვს ადგილობრივი ეკონომიკებისთვის მსოფლიოში. კვლევა ასევე ცხადყოფს, რომ სწორ საჯარო პოლიტიკას შეუძლია შექმნას ღია, კონკურენტუნარიანი საგადახდო გარემო, რაც ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნას დადებითად წაადგება. კომპანია „ვიზა“ მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების, ფინანსური ინსტიტუტების, სავაჭრო სუბიექტებისა და ტექნოლოგიური კომპანიების პარტნიორია, რომლებთან ერთადაც ვქმნით ინოვაციურ პროდუქტებს” – განაცხადა „ვიზა ინტერნეშენალის“ მთავარმა აღმარულებელმა ოფიცერმა ჩარლი შარფმა.

”მუდის” კვლევის შედეგების მიხედვით, 2011-2015 წლებში დაფიქსირდა ვიზა ბარათების მოხმარების სტაბილური ზრდა დსთ-სა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე. ელ. გადახდების სისტემაზე გაზრდილმა მიგრაციამ უკრაინაში მშპ თითქმის US$460 მილიონი ლარით გაზარდა, აზერბაიჯანში – US$70 მილიონით, ხოლო ყაზახეთში – US$210 მილიონით.

”ეს არის ინდუსტრიის მთავარ სტეიკჰოლდერებს (ბანკები, მარეგულირებელი ორგანოები, სავაჭრო სუბიექტები და სხვა მოთამაშეები) შორის მჭიდრო პარტნიორობის შედეგი. ჩვენ გვსურს, კვლავაც ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა მივაღწიოთ საერთო მიზანს – დავაჩქაროთ მიგრაცია ელექტრონული გადახდების სისტემაზე ადგილობრივი ეკონომიკების განვითარების ხელშეწყობისთვის” – განაცხადა „ვიზას“ რეგიონულმა მენეჯერმა უკრაინაში, საქართველოსა და სომხეთში დიმიტრი კრეპაკმა.

Visa Inc. გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში ტექნოლოოგიური კომპანიაა, რომელიც აკავშირებს ბარათის მფლობელებს, სავაჭრო და სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, ფინანსურ და სახელმწიფო ინსტიტუტებს ელექტრონული გადახდის სისტემასთან 200-ზე მეტ ქვეყანაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები