LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტრო სიგარეტის მოხმარება შესაძლოა ასთმის გაუარესების მიზეზი იყოს

1015
18717674-7485675-image-a-42-1568980728407

ელექტრონულ სიგარეტის სითხეებმა შესაძლოა სასუნთქი გზების დაავადებების გაუარესება გამოიწვიოს. საფრთხე ემუქრებათ პირველ რიგში ასთმით დაავადებულებს – ნათქვამია ახალ საერთაშორისო კვლევაში.

ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, მათ შორის ბავშვებში, ელექტრონული სიგარეტის მოხმარება მსოფლიო მასშტაბით გაიზარდა.

ცნობილია, რომ შეერთებულ შტატებში 18-დან 24 წლამდე ასაკის ბავშვთა რაოდენობის 9% იყენებს ელექტრონულ სიგარეტს. სწორედ ამიტომ, ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით,  ამ თვის დასაწყისში ნიუ-იორკის შტატში არომატული ელექტრონული სიგარეტი აიკრძალა.

ამასთან, კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთმა არომატმა – თუნდაც ის ნიკოტინის გარეშე იყოს – შესაძლოა ალერგიული სენით დაავადებული ფილტვების მდგომარეობა მკვეთრად გააუარესოს.

”ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც რესპირატორული დაავადება აქვს”, – თქვა კვლევის ავტორმა დევიდ ჩეპმენმა.

დევიდ ჩეპმენის გუნდი  რესპირატორული  (სასუნთქი გზების) დაავადებების მქონე პირებს ურჩევს სიფრთხილით მოეკიდონ  ელექტრონულ სიგარეტს. მათი თქმით, პოლიტიკოსებმა უნდა დააწესონ მკაცრი შეზღუდვა ელ-სიგარეტის მოხმარებაზე.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განაცხადებით, აშშ-ს 38 შტატში  ელექტრონული სიგარეტის გამოყენებასთან დაკავშირებული ფილტვების დადასტურებული მძიმე დაავადებების რიცხვი 530-მდე გაიზარდა.

ასევე დადასტურდა, რომ ამ დროის მონაცემებით, ელექტრო სიგარეტის მოხმარებით გამოწვეული გართულებებით, დაღუპულია რვა ადამიანი.

ამასთან  Time-ის ცნობით, აშშ-ის საცალო ვაჭრობის უმსხვილესი კომპანია Walmart-ი ელექტროსიგარეტებს აღარ გაყიდის. მას შემდეგ რაც Walmart-ის მაღაზიებში ელექტროსიგარეტების არსებული მარაგი გაიყიდება, კომპანია მათ გაყიდვას საბოლოოდ შეწყვეტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები