LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ხოშტარია პარლამენტში შიმშილობას იწყებს – “ეს ჩემი პროტესტის ფორმაა”

108
ელენე-ხოშტარია

პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში შიმშილობას იწყებს.

მისი მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

ხოშტარიას განცხადებით, ეს მისი პროტესტისა და ბრძოლის ფორმაა:

“რაც დღეს ხდება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო, ეს სადისტური და ცინიკური შურისძიებაა საქართველოს მოქალაქისა და მესამე პრეზიდენტის მიმართ. ეს საკითხი არის სახელმწიფოებრივი ინტერესების, სახელმწიფოებრივი მშვიდობის საკითხი, შესაბამისად, სააკაშვილის ჯანმრთელობის კითხვის ნიშნის ქვეშ ყოფნა ერთი პროცენტითაც კი არის აბსოლუტურად დაუშვებელი.

აქედან გამომდინარე, მე გადავწყვიტე, რომ აქ, პარლამენტში, შენობაში, რომელიც არ არსებობს, რომელშიც მე არ შემოვსულვარ და არ ვაღიარებ, ამ შენობაში დავიწყო შიმშილობა იმ მომენტამდე, ვიდრე სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში და ვიდრე მისი ჯანმრთელობის გარშემო გარანტირებულად არ მოიხსნება კითხვები.

ეს არის ჩემი ბრძოლის ფორმა. არ მაინტერესებს, რას იზამს “ქართული ოცნება”. მე ვარ პარლამენტში და ვიწყებ შიმშილობას. ამ შიმშილობის განმავლობაში, რომელიც უკვე დაწყებული მაქვს, ერთადერთი რასაც მივიღებ არის წყალი.” – განაცხადა ხოშტარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები