LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ხოშტარია: მაკვირვებს კალიურანდის განცხადება, რომელიც საუბრობს საარჩევნო შედეგებზე ისე, რომ ჯერ არც ერთი საჩივარი არ არის განხილული, მისი დასკვნები ნაადრევია

58
ელენეხოშტარია

მოძრაობა „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის მოღვაწეობის შეფასება პოლიტიკური მსჯელობის საგანია. კერძოდ კი, ის ფაქტი, თუ ვინ როგორ აფასებს მას პოლიტიკურად.

რაც შეეხება კანონმდებლობას, ელენე ხოშტარიას შეფასებით, საქართველოში სასამართლო არ არსებობს.

„საქართველოში არსებობს პოლიტიკური დევნა.შესაბამისად, ერთი საკითხია, ვის მოსწონს და ვის არ მოსწონს სააკაშვილი, მეორე საკითხია, ირღვევა თუ არა მის მიმართ კანონი.

რაც არ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ რაღაცა მოუწოდა, არანაირი მოწოდება არ ყოფილა, იყო საუბარი იმაზე, რომ გაყალბების შემთხვევაში ხმების დაცვა არის აუცილებელი.

ფაქტი ჯიუტია, მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა ისე, რომ მან არ მოინდომა ამას მოყოლოდა არეულობა, ეს არის ფაქტი. შემოვიდა და ჩაჯდა ციხეში, ამიტომ ამ თემაზე სპეკულაციები ვერ იქნება“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

„დროას“ ლიდერმა არჩევნებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებაც შეაფასა და თქვა, რომ დასკვნები ნაადრევია.

მარინა კალიურანდი: სააკაშვილმა ადამიანებს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ მოუწოდა, ხალხმა ეს არ გააკეთა, ჩემთვის ეს იყო სიგნალი, რომ დაკარგა პოლიტიკური ძალაუფლება

„მაკვირვებს ქალბატონი კალიურანდის განცხადება, რომელიც საუბრობს საარჩევნო შედეგებზე ისე, რომ ჯერ არც ერთი საჩივარი არ არის განხილული.

შეუძლებელია, საბოლოო შედეგზე ვილაპარაკოთ საჩივრების განხილვის პროცესის გარეშე.

ჩვენ თუ შევხედავთ, რომ არასამთავრობოების, ყველა ოპოზიციური პარტიის მოთხოვნების მიუხედავად, გადათვლები არ მოხდება, საჩივრები არ იქნება განხილური, ეს ნიშნავს, რომ კიდევ ერთი უმძიმესი დარტყმა ექნება საარჩევნო პროცესს, რადგან არანაირი დარღვევის დაფიქსირებას აზრი არ აქვს, თუ შემდეგ ეს არ იქნება სათანადოდ განხილული ცესკო-ში და სასამართლოში.

ნაადრევია მისი დასკვნები და ჩვენ ვხედათ ამერიკელების, ოდირის და არაერთ საერთაშორისო დასკვნას, რომელიც უმძიმეს დარღვევებზე საუბრობს.

მე ვერ დავკავდები ანალიზით, რატომ გააკეთა ასეთი განცხადება, შემიძლია, ვთქვა პოლიტიკური შეფასება, როგორი ძალაუფლება აქვს მიხეილ სააკაშვილს, როგორი ძალაუფლება აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, ვინ არის კარგი და ვინ – ცუდი პოლიტიკოსი.

ამაზე ყველას თავისი აზრი შეუძლია, ჰქონდეს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, არეულობას შეუწყო ხელი, თუ არ შეუწყო, და ფაქტია, ჩამოვიდა ისე, რომ არც ერთი მოწოდება, რომ დამიცავით მე, არ გაუკეთებია.

სახლში მარტო დახვდა პოლიციელებს და მშვიდად, გაღიმებული შევიდა ციხეში. ის შიმშილობს და იბრძვის თავისი უფლებებისთვის“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები