LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ხოშტარია: ამომრჩეველმა მთელ ქვეყანაში საკუთარი ძალა ანახა

41
1596097270-190700

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ამომრჩეველმა მთელ ქვეყანაში საკუთარი ძალა ანახა.

მისი თქმით, ახლა კონცენტრირება რეფერენდუმზე უნდა მოვახდინოთ.

„უკვე ფაქტია, ამომრჩეველმა მთელ ქვეყანაში საკუთარი ძალა ანახა. მიუხედავად ყველა უნამუსობისა, რაც ჩვენთვის სიახლე არ იყო, ხალხმა საარჩევნო აჯანყება მოაწყო და მნიშვნელოვანი გარდატეხა მოიტანა.

ეხლა უნდა ვკონცენტრირდეთ რეფერენდუმის მეორე ტურზე, სადაც დიდი უპირატესობაა და რაც მთავარია მოქმედების რწმენა და ბოლომდე მივიყვანოთ ეს საქმე.

მე საკრებულოში ვერ შევალ, მაგრამ ზუსტად ისეთივე შემართებით გადავეშვები საერთო ბრძოლაში და მივიყვანთ ბოლომდე.

პ.ს. ის, რომ „დროამ“ 2 პროცენტი აიღო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სულ ახალი წამოწყება ჩემი აზრით ამომრჩეველმა კარგად მიიღო დასაწყისისთვის.

ეხლა მთავარია არჩევნები და ნორმალირი პოლიტიკური პროცესი დავიბრუნოთ და მერე „დროაც“ და ბევრი სხვა გეგმაც განხორციელდება“. – წერს სოციალურ ქსელში ელენე ხოშტარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები